ავტორიზაცია

როგორ დავრეგისტრირდე Dressup.ge-ზე?
საიტზე ავტორიზაციის გასავლელად იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

ტრანსპორტირება

რა მასშტაბით არის შესაძლებელი ტრანსპორტირება?
Dressup.ge-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
რამდენი ტიპის ტრანსპორტირების სერვისით შემიძლია სარგებლობა?
შესაძლებელია 3 ტიპის ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობა:

➤ სტანდარტული უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

➤ Express მიწოდება - მიიღე შეკვეთა თბილისის მასშტაბით შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 საათში.

➤ Dressup კურიერი - მოგაწვდის, დაგელოდება, მოიზომე, დაიტოვე ან დააბრუნე.
რა ღირს ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობა?
➤ სტანდარტული მიტანის სერვისი - უფასო

➤ სწრაფი მიტანა მაქსიმუმ 3 საათში თბილისის მასშტაბით - 5,95 ₾

➤ დრესაპ კურიერის სერვისი - 7,95 ₾
რამდენ ხანში ხდება ტრანსპორტირება?
➤ სტანდარტული მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, შეძენილ ნივთს მიიღებთ: თბილისის მასშტაბით 1-3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონების მასშტაბით 2-5 სამუშაო დღეში.

ანგარიშსწორება

როგორ ხდება გადახდა?
Dressup.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard, და Amex ბარათის მეშვეობით.

გარდა ამისა, შესყიდვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების გამოყენებით, ასევე ერთგული და პლიუს ქულებით.
როგორ შევიძინო პროდუქცია?
საიტიდან პროდუქციის შესაძენად საჭიროა, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი.

შესყიდვის გაკეთებისას, საჭიროა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის (პასპორტის ნომერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში) მითითება, რომ თქვენი შეკვეთის გამოგზავნისას მოხდეს ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა.

დაბრუნება და გადაცვლა

როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?

1. პროდუქტის გადაცვლის მოსათხოვად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები", შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს".

2. პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა მოდელზე.

3. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

4. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

5. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტების, წინდების, თმის სამაგრის, საყურის, საცურაო კოსტუმის, თეთრეულის, თეთრეულის აქსესუარების, საცვლებისა და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების გაცვლა არ არის შესაძლებელი.

6. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?

1. პროდუქტის დასაბრუნებლად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები" შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს".

2. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

3. დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

4. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტების, წინდების, თმის სამაგრის, საყურის, საცურაო კოსტუმის, თეთრეულის, თეთრეულის აქსესუარების, საცვლებისა და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

5. თანხა დაგიბრუნდებათ 2-5 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

როგორ დაგიკავშირდეთ?
სერვისცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 2 38 48 68

Email: info@dressup.ge

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ საიტზე არსებულ ჩეთში ან ჩვენს Facebook გვერდზე.
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას