ავტორუჯი იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც მზეზე გარუჯვის გარეშე უნდა კანს ბუნებრივი, ოქროსფერი ელფერი შესძინოს. პროდუქტის სწორად შერჩევის შემთხვევაში, კანი ისე გამოიყურება, თითქოს ზღვიდან სულ ახლახანს ჩამოხვედი, მაგრამ ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ეფექტის გარეშე.
ავტორუჯი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოგადგება. ვინ თქვა, რომ ლამაზი რუჯი მხოლოდ ზაფხულის თვეში უნდა გქონდეს? ზამთრის ცივ თვეებშიც, როცა ბუნებრივი მზე გვაკლია, არანაკლებ გამოიყურება. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე კი შეძლებ უმაღელის ხარისხის ავტორუჯი შეიძინო ცნობილი კანის მოვლის ბრენდებისგან, რომელსაც პროფესიონალი დერმატოლოგები უწევენ რეკომენდაციას.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის ავტორუჯი ონლაინ საუკეთესო შედეგისთვის
ავტორუჯი ჩვენი ვებგვერდის მზის ხაზში ორი მოსახერხებელი ფორმითაა წარმოდგენილი: მსუბუქი რძე, რომელიც სხეულზე თანაბრად ნაწილდება, და ავტორუჯი სპრეი, რომელიც სახესა და ტანზე უცებ შეგიძლია შეიფრქვიო. ორივეს შემთხვევაში, შენ თავად აკონტროლებ, საბოლოოდ რამდენად მუქი ფერი გინდა მიიღო და პროდუქტის გამოყენებასაც შესაბამისად არეგულირებ.
საუკეთესო შედეგისთვის კანი წინასწარ მოამზადე. სანამ ავტორუჯს წაისვამ, ჩაიტარე მსუბუქი ექსფოლიაცია, რათა მკვდარი კანის უჯრედები მოიშორო და დაიტენიანე, სხეულის დამატენიანებელი კრემის გამოყენების შემთხვევაში, ფერი უფრო თანაბრად დაიჯდება. გაითვალისწინე, რომ მშრალ უბნებზე, მაგალითად, იდაყვებსა და მუხლებზე, ავტორუჯი უფრო მუქად ჯდება, ამიტომ ასეთ მონაკვეთებზე ნაკლები წაისვი.
გახსოვდეს ისიც, რომ ავტორუჯი მზისგან არ გიცავს — ის მხოლოდ კანის ფერს ცვლის. ამიტომ ავტორუჯის გამოყენება სულაც არ ნიშნავს, რომ დამატებით მზისგან დამცავი საშუალება აღარ დაგჭირდება..
Dressup.ge-ს თავის მოვლის საშუალებების კოლექციაში შეგიძლია, შენი ტიპის კანისთვის საჭირო სრული მოვლის რუტინა ააწყო - დაბანა, დატენიანება და დაცვა. მოხერხებული ფილტრაციის სისტემის დახმარებით ჩვენს პლატფორმაზე ყველა შესაბამის პროდუქტს სულ რამდენიმე წუთში აარჩევ. შეკვეთას კი კურიერი უმოკლეს დროში გადმოგცემს, მთელი საქართველოს მასშტაბით.