ქურთუკი & პალტო
მამაკაცის ქურთუკებისა და პალტოების მრავალფეროვანი არჩევანი ონლაინ
ხარისხიანი მოსაცმელი მამაკაცის გარდერობის ის ელემენტია, რომელსაც ერთდროულად ფუნქციური პრაქტიკული დატვირთვა აქვს და, თან, ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს. სწორად შერჩეული სამოსი თქვენი ყოველდღიური კომფორტის საფუძველი უნდა იყოს, ამინდის მიუხედავად. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობთ კოლექციას, სადაც მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების ასობით მოდელია წარმოდგენილი, ყველა სეზონისა და სტილის მიუხედავად.
ჩვენს კატალოგში აღმოაჩენთ უახლეს მოდელებს ისეთი ბრენდებისგან Gant, Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Barbour და ა.შ. თითოეული ნივთი 100% ორიგინალია, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული სამოსი დროს გაუძლებს და პირვანდელ სახეს ხანგრძლივად შეინარჩუნებს. ჩვენს კოლექციაში ყველა ტიპის მომხმარებელი იპოვის იდეალური მოდელი ნებისმიერი აღნაგობისა და გემოვნების მიუხედავად, არ აქვს მნიშვნელობა უპირატესობას მარადიულ კლასიკას ანიჭებ, თუ თანამედროვე ურბანულ სტილს.
შეიძინე საუკეთესო მამაკაცის ქურთუკები ონლაინ Dressup.ge-ზე
გაზაფხულისა და შემოდგომის გრილი საღამოებისთვის იდეალური იქნება ჯინსის მოსაცმელები, ტყავის ქურთუკები და მსუბუქი საწვიმრები. ტემპერატურის კლებასთან ერთად კი აქტუალური ხდება მამაკაცის ზამთრის ქურთუკები. ამ კატეგორიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დუტის ქურთუკი, რომელიც თანამედროვე მამაკაცის გარდერობის განუყოფელი ატრიბუტია და კლასიკური ელეგანტური პალტოები, რომლებიც ერთდროულად თბილიცაა და დახვეწილადაც გამოიყურება.
მოსაცმელი სრულყოფილი იმიჯის შექმნაში დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგად ეხამებოდეს იმას, რასაც ყოველდღიურად დაუწყვილებ. ჩვენს პლატფორმაზე საშუალება გაქვს მარტივად აარჩიო მოდელები კაცის ტანსაცმლის კოლექციიდან, რომელიც არჩეულ ქურთუკსა თუ პალტოს იდეალურად მოერგება. დაასრულე ლუქი შენს სტილზე მორგებული სპორტული თუ კლასიკური კაცის ფეხსაცმლით და თანამედროვე, ტრენდული კაცის აქსესუარებით.
შოპინგის პროცესი რომ მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული იყოს, ისარგებლე ჩვენი ინოვაციური სერვისით „მოირგე“. მოირგე სერვისის ფარგლებში შეგიძლია მამაკაცის ქურთუკები ონლაინ დაათვალიერო და გამოიწერო 10-მდე მოდელი, რომელიც მოგეწონება. ამ მოდელებს კურიერი ადგილზე მოგიტანს თბილისის მასშტაბით და დაგელოდება 20 წუთი, სანამ შენ მოიზომებ და საუკეთესოს აარჩევ. იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.