ცურვა ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ფიზიკური აქტივობაა, ამიტომ წყალში ყოფნისას გადამწყვეტია საცურაო კოსტიუმმა მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნას. ნამდვილად კარგი, ხარისხიანი მასალებისგან დამზადებული მოდელი სხეულს იდეალურად ერგება, არ გაჭერს მხრებზე ან გვერდებში და კიდურების სრულად თავისუფლად მოძრაობის საშუალებას გაძლევს. ქსოვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მასალა ეფექტურად უნდა უძლებდეს ქლორსა და მარილიან წყალს, სწრაფად შრებოდეს და ზაფხულის სეზონზე ხშირი რეცხვის შემდეგაც ინარჩუნებდეს ფერსა და ფორმას.

საცურაო კოსტიუმის არჩევისას ლამაზ დიზაინსა და ხასხასა ფერებზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქცევა წყალში. ცურვისას თავს რომ მაქსიმალურად დაცულად გრძნობდე, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული საცურაო კოსტიუმების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან: Adidas, Lacoste, Tommy Hilfiger და ა.შ. რომლებიც მაქსიმალურად სანდოა და, თან, მომხიბვლელად გამოიყურება.

შეიძინე ხარისხიანი და მოდური სპორტული საცურაო კოსტიუმი ონლაინ

ჩვენი კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ნებისმიერი ასაკისა და პრიორიტეტების მქონე მოცურავე მარტივად აღმოაჩენს მისთვის იდეალურ ვარიანტს. ქალის საცურაო კოსტიუმი წარმოდგენილია როგორც მთლიანი, ისე ცალ-ცალკე სახით. მთლიანი ვარიანტი უკეთესი არჩევანია მათთვის, ვინც ცურვისას უფრო აქტიურად იტვირთება და დიდ მანძილებს ფარავს, ხოლო მათთვის კი ვინც მსუბუქ კარდიოს თანაბრად უთავსებს მზეზე დასვენებასა და გარუჯვას, იდეალური იქნება ლამაზი ბიკინი.

კაცის საცურაო კოსტიუმი ძირითადად საცურაო შორტების სახითაა წარმოდგენილი, სხვადასხვა სიგრძის, სწრაფად შრობადი მოდელებით, რომლებიც წყალში მაქსიმალურ კომფორტს ინარჩუნებს. ყველა მოდელის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი მოძრაობის თავისუფლება და გამძლეობა იყო.

იმისთვის, რომ წყალთან დროის გატარებისას - აუზზე თუ პლაჟზე - სრულად კომფორტულად იგრძნო თავი, მხოლოდ საცურაო კოსტიუმი არ არის საკმარისი. სველ ზედაპირზე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად აუცილებლად გჭირდება სპეციალური აუზის ფეხსაცმელი, რომელიც სისველეს კარგად იტანს, მალე შრება და, თან, ფეხსაც იცავს.

თუ დასვენებას გეგმავ, ნუ დაგავიწყდება სხვა აუზის აქსესუარებიც - ბავშვის საცურაო კამერა, წყლის სათვალე, თუ სქელი პლაჟის პირსახოცი მოგცემს საშუალებას წყალში თუ სანაპიროზე მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნო თავი და მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილება მიიღო.

ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მარტივი და კომფორტულია. მოხერხებული ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება საუკეთესო მოდელი სახლიდან გაუსვლელად ოპოვო და გამოიწერო. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას