კარგ სპორტული შარვალს შეუძლია დაგეხმაროს ბევრად უფრო მარტივად მიაღწიო დასახულ მიზნებს. როცა კომფორტულად ხარ და თავისუფლად მოძრაობა შეგიძლია, სწორ ფორმებსა და შედეგზე კონცენტრაციაც უფრო იოლია. კარგმა სპორტულმა შარვალმა გრილ ამინდში უნდა გაგათბოს, ხოლო ზაფხულში კანს სუნთქვის საშუალება მისცეს.

მოდელისა და მასალის სწორად შერჩევა განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულად იგრძნობ თავს, დატვირთვის ინტენსიურობის მიუხედავად. კარგი სპორტული შარვალი ყველა სიტუაციას უნდა მოერგოს, იქნება ეს ნელი ტემპით სირბილი, დარბაზში ინტენსიური ვარჯიში თუ მთაში ლაშქრობა. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული შარვლების მრავალფეროვან კოლექციას მსოფლიოში წამყვანი მოდის სახლებიდან: Nike, Adidas, Calvin Klein, Jack Wolfskin, Lacoste და ა.შ., რომელიც ყველა ტიპის ფიზიკურ აქტივობას ერგება.

აარჩიე შენი აქტივობებისთვის საუკეთესო სპორტული შარვალი ონლაინ

კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველამ შეძლოს თავისი საყვარელი აქტივობისთვის შესაფერისი მოდელის პოვნა. შეგიძლია შეარჩიო მამაკაცის სპორტული შარვალი ნებისმიერი დატვირთვისთვის - მეგობრებთან სამოყვარულო მატჩების თამაშით დაწყებული, ინტენსიური კროსფიტით დასრულებული.

Dressup.ge-ზე გელოდება  ქალის სპორტული შარვლის დიდი არჩევანი, რომელთა უმეტესობა გრილი და სუნთქვადი მასალისგანაა შექმნილი. ეს მოდელები მოძრაობისას სხეულის ფორმას იმეორებს, მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი და ინტენსიური ვარჯიშის შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას. თანაც, მოდელების უმრავლესობა შეგიძლია გამოიყენო ყოველდღიურად სატარებლადაც, თუ სპორტული სტილის მოყვარული ხარ.

თუ ცალკეული ნივთების შეხამებას ერთიანი სტილი გირჩევნია, შეგიძლია გაეცნო ჩვენი სპორტული ორეულის არჩევანს და შეიძინო ერთიანი კომპლექტები, სადაც სპორტული შარვალი უკვე ორგანულად შეხამებულია სპორტულ ზედასთან. შენ მხოლოდ ბოლო შტრიხის დამატება და შესაფერისი სპორტული ფეხსაცმლის პოვნა გჭირდება და დარბაზში წასასვლელად მზად ხარ.

თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოწონებული მოდელი ზუსტად მოგერგება, შეგიძლია ვებსაიტზე შოპინგისას ისარგებლო ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. თბილისის მასშტაბით გამოიწერე 10-მდე განსხვავებული ზომისა თუ სტილის მოდელი და დაელოდე ჩვენს კურიერს. შეკვეთის მოტანის შემდეგ, კურიერი 20 წუთი დაგელოდება, სანამ ყველაფერს მოირგებ. საბოლოოდ შენ გადაიხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერს უსასყიდლოდ გაატან უკან.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას