მზა სპორტული კომპლექტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ზედა და ქვედა ერთმანეთს ეხემება - ფერითაც, ფაქტურითაც და სტილითაც. შენ აღარ გიწევს ცალკეული ნივთების შერჩევა და იმაზე ფიქრი, როგორც მოუხდება ესა თუ ის ზედა ამა თუ იმ შარვალს. ერთიანად იღებ სრულ, ჰარმონიულ ლუქს, რომელიც თან კომფორტულიცაა და, თან, კარგად გამოიყურება.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს მაღალი ხარისხის სპორტული კომპლექტების მრავალფეროვან კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან: Nike, Adidas, Lacoste, Puma, Tommy Hilfiger და ა.შ.

შეიძინე კომფორტული სპორტული კომპლექტი ონლაინ

ჩვენი არჩევანი გათვლილია ყველა ასაკსა თუ აქტივობაზე. გვაქვს როგორც სპორტული ორეულები ბავშვებისთვის, ისე მსუბუქი, სუნთქვადი ზაფხულის მოდელები ქალებისთვის თუ დათბილული მოდელები გრილი ამინდებისთვის კაცებისთვის.

კოლექციისთვის ისეთი სპორტული ორეულები შევარჩიეთ, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და უნივერსალურია. უნდა შეგეძლოს დილით ვარჯიშისთვისაც გამოყენება, სამსახურში თავისუფლად ტარებაც და გრძელ მანძილებზე მოგზაურობისას კომფორტულად ტარებაც. სწორედ ეს მრავალფუნქციურობა აქცევს ხარისხიან სპორტულ კომპლექტს არა რიგით შენაძენად, არამედ გონივრულ ინვესტიციად. შენ ისღა გრჩება შესაფერისი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამო, რომელიც თან მაქსიმალურად საიმედოა და თან გემოვნებიანად გამოიყურება.

თუ, პირიქით, ცალკეული ნივთების შეხამება გიყვარს მაქსიმალურად ორიგინალური ლუქებისთვის, ორეული ამის თავისუფლებასაც გაძლევს. ვინ თქვა, რომ სპორტული ზედა არ შეგიძლია სხვა სტილის სპორტულ შარვალს ან თუნდაც ჯინსს შეუხამო? მაღალი ხარისხის კომპლექტის დიზაინი უნივერსალურია და მარტივად ეწყობა სხვა სტილსაც. ხოლო დამატებითი სახასიათო შტრიხებისთვის შეგიძლია ლამაზი სპორტული აქსესუარებიც დაიხმარო, მაგალითად აბადოკი ან მზის სათვალე.

თუ არჩევანში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, ვებსაიტზე ონლაინ შოპინგისას ისარგებლე ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. სერვისის ფარგლებში თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი (მაშ შორის ერთი და იგივე მოდელის განსხვავებული ზომები და ფერები). როდესაც კურიერი შეკვეთას მოგიტანს, 20 წუთი ადგილზე დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ. საბოლოოდ იტოვებ და ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლების დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას