სპორტული მაისური სავარჯიშო კომპლექტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია - შარვალსა და ფეხსაცმელთან ერთად. ის ხშირად განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულად და თავისუფლად გრძნობ თავს ვარჯიშის განმავლობაში - ანუ რამდენად ეფექტური ხარ დარბაზში თუ გარეთ.
სუნთქვადი ქსოვილი, რომელიც კანის სიმშრალეს ინარჩუნებს, არ აღიზიანებს და საშუალებას გაძლევს, ყურადღება მთლიანად ვარჯიშზე გქონდეს ხშირად ეფექტური შედეგების მიღწევაში პირდაპირ როლს თამაშობს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული მაისურების ფართო არჩევანს მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდებისგან: Nike, Adidas, Lacoste, Puma, Tommy Hilfiger და სხვა. თითოეული ეს მოდელი იქმნება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი ვარჯიშისას მაქსიმალური კომფორტი და ეფექტურობა უზრუნველყოს.
შეიძინე მაღალხარისხიანი, გამძლე და კომფორტული სპორტული მაისური ონლაინ და გააუმჯობესე ვარჯიშის ხარისხი
სწორი სპორტული მაისურის შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, როგორი დატვირთვისთვის გჭირდება. რბილი ბამბის მაისური იდეალურია მსუბუქი ვარჯიშებისთვის - ის კარგად ატარებს ჰაერს და არ აღიზიანებს.
უფრო ინტენსიური დატვირთვისას კი სპეციალური სავარჯიშო მაისური დაგჭირდება, რომელიც სპეციალურად შემუშავებული, ტენიანობისგან დაცული და სწრაფად შრობადი ქსოვილისგან იქმნება. ჩვენს კოლექციაში ასევე იპოვი მოკლე და გრძელმკლავიან მოდელებს, კლასიკურ პოლოებს, რომელიც ყოველდღიურად სატარებლადაც გამოგადგება, და საფეხბურთო მაისურებს.
ვარჯიშის მაქსიმალური კომფორტისთვის მაისურს აუცილებლად უნდა შეუხამო შესაბამისი ქვედა ნაწილი. სპორტული შორტი, მაგალითად, მშვენიერი არჩევანია როგორც დაბაზში ინტენსიური ვარჯიშისთვის, ისე გარეთ ზაფხულში მსუბუქი კარდიოსთვის. ხოლო თუ ზამთრის ცივ დღეებშიც კი გარეთ ვარჯიში გირჩევნია, მაშინ დათბილული სპორტული ზედა და გამძლე სპორტული შარვალი დაგჭირდება.
არ დაგავიწყდეს სპეციალურ დატვირთვაზე გათვლილი სპორტული ფეხსაცმელიც - წონების წევისთვის ეს შეიძლება იყოს სპეციალური დარბაზის ფეხსაცმელი, ხოლო თუ სუფთა ჰაერზე ვარჯიში და კარდიო გირჩევნია, მაშინ სარბენი ბოტასი ან სულაც სპეციალური სალაშქრო ბათინკი დაგჭირდება.
იმისთვის, რომ ვარჯიშისას მაქსიმალურად დაიხარჯო, აუცილებელია სპორტული მაისური ტანზე კომფორტულად მოგერგოს. შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური სერვისით „მოირგე” და მოწონებული მოდელები პირდაპირ სახლიდან გატესტო. თბილისის მასშტაბით შეუკვეთე 10-მდე ნივთი, რომელსაც კურიერი ადგილზე მოგიტანს. შემდეგ 20 წუთს დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ და საუკეთესო ვარიანტებს აარჩევ. იხდი მხოლოდ იმის საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერს უკან გაატან.