- ახალი
Black Blum LUNCH BAG – თერმო-ჩანთა საკვებისთვის, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული PET მასალისგან (მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან). ჩანთა საკმარისად ტევადია იმისთვის, რომ მოათავსოთ მთელი დღის რაციონი: ლანჩბოქსი, წყლის ბოთლი, ხილი და სხვადასხვა წასახემსებელი. ის იდეალური თერმო-ჩანთაა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
დეტალები:
• წყალგაუმტარი ჩანთების (Dry bags) შთაგონებით შექმნილი კონსტრუქცია – გადასაკეცი ზედა ნაწილი (Roll top) და შედუღებული შიდა სარჩული უზრუნველყოფს 100%-ით გაუმტარობას (ვერტიკალურ მდგომარეობაში ტარებისას)
• თერმო-საიზოლაციო შიდა სარჩული სტაბილურად ინარჩუნებს შიდა ტემპერატურას და ინახავს შიგთავსს გრილ მდგომარეობაში
• საკვებთან თავსებადი და წყალგაუმტარი შიდა ზედაპირი, რომელიც მარტივად იწმინდება
• გადასაკეცი (Roll top) კონსტრუქცია ჩანთას ხდის ძალიან კომპაქტურს, მარტივად სატარებელს და საშუალებას გაძლევთ მარტივად დაამაგროთ იგი სხვა ჩანთაზე ან ველოსიპედის საჭეზე
• ზომები: 20 სმ x 14 სმ x 31.5 სმ
• მოცულობა: 6.7 ლიტრი
• მოვლა: რეკომენდებულია მხოლოდ ხელით რეცხვა
- ბრენდი
- Black Blum
- ბრენდის ქვეყანა
- დიდი ბრიტანეთი
- შემადგენლობა
- თუთია; პოლიპროპილენი; PET
- ფერი
- ნაცრისფერი
- კატეგორია
- ჭურჭელი & სამზარეულო
- ქვეკატეგორია
- სამზარეულოს აქსესუარები
- ტიპი
- ლანჩბოქსი
- მოცულობა
- 6.7ლ