- სიახლეები
- 7280 ნახვა
Levi’s-ის „ლურჯი ჯინსი" 145 წლის ხდება!
20 მაისს, Levi’s-ის „501“ ჯინსი, რომელსაც Blue Jeans-ითაც (ლურჯი ჯინსი) მოიხსენიებენ, 145 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19 და 20 მაისს, მაღაზიებში Levi's და ჯინს გალერი იმოქმედებს 30% ფასდაკლება „ლივაისის" ჯინსების სრულ ასორტიმენტზე ახალი კოლექციიდან.
მოკლე ისტორია
ჯინსის აღნიშნული იუბილე უკავშირდება კონკრეტულ მოვლენას. 1873 წლის 20 მაისს ბიზნესმენმა ლივაი სტრაუსმა (Levi Strauss) და მკერავმა ჯეიკობ დევისმა მიიღეს პატენტი ჯინსის დამზადებაზე, რომლის ჯიბეებიც იქნებოდა გამყარებული მეტალის მოქლონებით. ასე ჩაეყარა საფუძველი ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, ლურჯი ჯინსის მასობრივ წარმოებას. მსოფლიოში გავრცელებული და მიღებული ვერსიით, სწორედ აღნიშნული დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ.
რაც შეეხება „ლივაისის“ შემოქმედს, Levi Strauss წამოშობით ბავარიიდან იყო, თუმცა, 1847 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გაემგზავრა. სწორედ ნიუ ორკში და შემდგომ სან ფრანცისკოში მან ხელი მიჰყო სამოსის ბიზნესს, რომელიც ეტაპობრივად განვითარდა. 1872 წელს, ნევადელმა მკერავმა, ჯეიკობ დევისმა, სტრაუსს მისი იდეის შესახებ მიწერა, რომელიც შარვლის ახალი მეთოდით დამზადებას გულისხმობდა. აღნიშნული მეთოდი შარვალს ბევრად უფრო გამძლეს გახდიდა. სტრაუსი და დევისი პარტნიორობაზე შეთანხმდნენ და ინოვაციის, ლურჯი ჯინსის შექმნას შეუდგნენ. მალევე მომხმარებელს Levi’s-ის ჯინსები წარუდგინეს.
„დრესაპ ჯგუფი“ და „ლივაისი“
პირველად, საქართველოში, Levi’s-ის ბრენდული მაღაზია 1994 წელს გახსნა "დრესაპ ჯგუფმა". აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არა მარტო Levis-ის, არამედ Dockers-ის, Mavi-ის, Lee-ის, Wrangler-ის, GUESS-ის და Lacoste-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია.
დღესდღეისობით, „ლურჯი ჯინსი“ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯინსები მთელს მსოფლიოს აერთიანებს - ქალს, კაცს, ბავშვს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას. „დრესაპ ჯგუფისთვის“ ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, რომელთაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. მაგალითად, LEE – 129 წლისაა, Wrangler-ის ისტორია 114 წლის წინ იწყება. Levi’s-ის დაარსებიდან 165 წელი გავიდა, მისი "ლურჯი ჯინსი" კი 20 მაისს 145 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღს, მსოფლიოში, ჯინსის დაბადების დღედაც მოიხსენებენ.