La Roche მიცელარული წყალი Ultra 200მლ - ეფექტურად წმენდს და ამშვიდებს რეაქტიულ კანს. 5% დამატენიანებელი გლიცერინით გამდიდრებული ფორმულა უზრუნველყოფს მაკიაჟის სრულ მოცილებას სიმშრალის შეგრძნების გარეშე.
ამშვიდებს დაჭიმულობასა და სიწითლეს, უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ყველაზე მგრძნობიარე კანისთვის. დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ ტესტირებულია რეაქტიურ კანზე და მგრძნობიარე თვალებზე. არ შეიცავს სურნელს, პარაბენებს, საპონსა და საღებავებს.
რეკომენდებულია:
- ძალიან მგრძნობიარე კანისთვის
- სიწითლისა და დაჭიმულობისადმი მიდრეკილი კანისთვის
უპირატესობები
- ეფექტურად წმენდს და აშორებს მაკიაჟს
- ამშვიდებს სიწითლეს და დაჭიმულობის შეგრძნებას
- უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და კომფორტს
- მსუბუქი ფორმულა
გამოყენების წესი
გამოიყენეთ დილით და/ან საღამოს. ბამბის დისკი დაასველეთ და გაიწმინდეთ სახე და კისერი. ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით ან ბამბის დისკით.
საღამოს – მაკიაჟის, მინარევებისა და დაბინძურების მოსაშორებლად.
დილით – ღამით დაგროვილი ტოქსინების მოსაცილებლად.
აქტიური ინგრედიენტები:
- თერმული წყალი – ძლიერი ანტიოქსიდანტური, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედება
- გლიცერინი – დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედება
- პოლოქსამერი – ნაზი გამწმენდი კომპონენტი
- ბრენდი
- La Roche
- შტრიხკოდი
- 3337875528092
- ბრენდის ქვეყანა
- საფრანგეთი
- კატეგორია
- სახის მოვლა
- ქვეკატეგორია
- დაბანა & გაწმენდა
- ტიპი
- მიცელარული წყალი
- მოცულობა
- 200 მლ
- ზონა
- სახე
- კანის ტიპი
- ჰიპერმგრძნობიარე