- ახალი
შეიტანეთ სტილი და ცოცხალი ფერები თქვენს სუფრაზე Emile Henry-ის სალათის ჯამით. მომრგვალებული კუთხეებით გამორჩეული ორიგინალური ფორმის წყალობით, ეს ჯამი მრავალფუნქციური არჩევანია კლასიკური „ცეზარის“, ბერძნული, მწვანე თუ მაკარონის სალათების, ასევე ცხელი ბრინჯისა და სხვა კერძების მისართმევად.
3.5 ლიტრიანი ტევადობისა და მაღალი კედლების წყალობით, ჯამი იდეალურია როგორც სალათის მოსარევად, ისე სუფრაზე მისატანად.
Emile Henry-ის სალათის ჯამის დიზაინი განსაკუთრებულად მტკიცე და სტაბილურია, ამიტომ ის მოსახერხებელია არა მხოლოდ სალათების, არამედ ცომის მოსაზელად, ინგრედიენტების შესარევად ან სითხეების გადასასხმელად. მისი დამახასიათებელი კვადრატული ფორმა კი საშუალებას გაძლევთ, სალათის მაშები ან კოვზები მოხერხებულად დააწყოთ ჯამის კიდეზე.
გარდა ფუნქციურობისა, ეს სალათის ჯამი თქვენს სუფრას განსაკუთრებულ ელეგანტურობას შესძენს. მისი ცოცხალი ფერები და კლასიკური, თუმცა თანამედროვე დიზაინი მას სუფრის ცენტრალურ დეკორატიულ ელემენტად და სამზარეულოს ინტერიერის ლამაზ აქსესუარად აქცევს.
კერამიკის განსაკუთრებული თვისებების წყალობით, ჯამი დიდი ხნით ინარჩუნებს როგორც ცივი, ისე ცხელი კერძების ტემპერატურას. ამიტომ ის იდეალურია როგორც ცივი ხილის სალათებისთვის, ისე ცხელი გარნირებისთვის, მაგალითად, ჩილის ლობიოსთვის. კერამიკა მდგრადია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების მიმართ, ამიტომ მაცივრიდან ამოღებული ჯამის მოთავსებაც შეგიძლიათ პირდაპირ ღუმელში, კერძის გასათბობად. ასევე თავსებადია მიკროტალღურ ღუმელთან.
ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი ჯამი გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით. არაპოროზული მინანქარი ადვილად იწმინდება, უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გასარეცხად და მდგრადია ლითონის კოვზებისა თუ დანებისგან წარმოქმნილი ნაკაწრების მიმართ.
Emile Henry-ის სალათის ჯამი დამზადებულია საფრანგეთში, ბუნებრივი თიხისგან, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით.
- ბრენდი
- Emile Henry
- ბრენდის ქვეყანა
- საფრანგეთი
- ფერი
- წითელი
- ზომა
- 22,5 x 22,5 x 14 სმ/cm
- კატეგორია
- ჭურჭელი & სამზარეულო
- ქვეკატეგორია
- ჯამი