- ახალი
Butter Blend Glow Stick – სტიკის ფორმატის ჰაილაითერი რბილი, კარაქისებრი კონსისტენციით არის იდეალური გადაწყვეტა, როდესაც გსურთ თქვენს კანს მიანიჭოთ მოვლილი, მბზინავი და მზისგან ნაკოცნი კანის ეფექტი. აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა მანგოს კარაქი, ცერამიდი NP და სკუალანი, დამატებით იზრუნებენ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
მისი რბილი, კრემისებრი ფორმულა დნება კანზე და ქმნის ბუნებრივ, დახვეწილ ბზინვარებას ზოლებისა და ლაქების გარეშე. მსუბუქი ტექსტურის წყალობით, ჰაილაითერი ადვილად ნაწილდება და ერწყმის სხვა პროდუქტებს – ის შესანიშნავად ეხამება ამავე ხაზის ბრონზერსა და რუჟს, ქმნის რა ერთიან, ჰარმონიულ სახეს.
გსურთ მხოლოდ ნაზი ბზინვარება? თუ იქნებ ინტენსიური, „მინისებრი“ კანის ეფექტი? თქვენ შეგიძლიათ მარტივად ააწყოთ სასურველი ბზინვარების დონე პროდუქტის ფენებად დატანით, შემთხვევის მიხედვით – ყოველდღიური მაკიაჟიდან საღამოს კაშკაშა იმიჯამდე.
იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისა და მგზავრობისთვის – კომპაქტური სტიკის ფორმატი საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეისწოროთ მაკიაჟი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მანგოს მადისაღმძვრელი სურნელი დატანების პროცესს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის!
გამოყენების წესი: დაიტანეთ სტიკი პირდაპირ კანზე – ყვრიმალებზე, წარბების თაღზე ან ცხვირის ზურგზე და ნაზად გადაინაწილეთ ან დაატკაპუნეთ თითების, ღრუბლის ან ფუნჯის მეშვეობით.
- ბრენდი
- Paese
- შტრიხკოდი
- 5902627629068
- ბრენდის ქვეყანა
- პოლონეთი
- კატეგორია
- დეკორატიული კოსმეტიკა
- ქვეკატეგორია
- სახის კოსმეტიკა
- ტიპი
- ჰაილაითერი
- ფერი
- 01 Fresco
- წონა
- 6 გრ/g
- ვარგისიანობის ვადა (თვე)
- 36
- ვარგისიანობის ვადა გახსნიდან (თვე)
- 12