რას მოიცავს Dressup.ge-ის ამბასადორის პროგრამა?
Dressup.ge-ის ამბასადორის პროგრამა კრეატორების ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ სოციალურ არხებში Dressup.ge-სთან დაკავშირებულ კონტენტს სისტემატურად განათავსებენ. Dressup.ge-ის ამბასადორი ხდება ჩვენი სახე და წარმომადგენელი, ასევე, შესაძლებლობა ეძლევა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან ითანამშრომლოს, როგორებიცაა Calvin Klein, Lacoste, Levi’s, Guess, Tommy Hilfiger, Etam და სხვა.
რა უპირატესობა გექნება, როგორც Dressup.ge-ის ამბასადორს?
Dressup.ge-ის ამბასადორობის ფარგლებში კრეატორები მიიღებენ სასაჩუქრე ვაუჩერს, ფულად ანაზღაურებას და სხვა მრავალი ფორმის სარგებელს.
ვის შეუძლია გახდეს Dressup.ge-ის ამბასადორი?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას. აუდიტორიის სიდიდისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით თითოეულ ამბასადორთან თანამშრომლობის კონკრეტული პირობები შემუშავდება.
როგორ უნდა გახდე Dressup.ge-ის ამბასადორი?
იმისთვის, რომ გახდე Dressup.ge-ის ამბასადორი, უნდა შეავსო საიტზე არსებული ფორმა, რომელშიც უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, სქესი, საკონტაქტო ნომერი და სოციალური არხების ბმულები, რომელთა პროფილებიც აუცილებლად ღია უნდა იყოს.
გჭირდება თუ არა გარკვეული რაოდენობის გამომწერები იმისთვის, რომ გახდე Dressup.ge-ის ამბასადორი?
Dressup.ge-ის ამბასადორობა ნებისმიერი აუდიტორიის მქონე კრეატორს შეუძლია, გამომწერების რაოდენობისა და ჩართულობის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება კონკრეტული კრეატორის ანაზღაურება.