„დრესაპ ჯგუფს“ 2024 წლის მიწურულს კიდევ ერთი საჩუქარი აქვს თქვენთვის, Dressup Outlet გაიხსნა! მასშტაბური ფასდაკლებები მასშტაბურ სივრცეში, სადაც მსოფლიო მოდაა თავმოყრილი!

Dressup Outlet სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ გაიხსნა - 1000 კვ.მ.-ზე მეტ სივრცეში 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდია გაერთიანებული, რომელთა პროდუქტის შეძენაც მუდმივი ფასდაკლებითაა შესაძლებელი:Levi’s, Wrangler, Lee, Lacoste, GANT, Calvin Klein, GUESS, Tommy Hilfiger, Vans, Converse, Adidas, Asics, Birkenstock, Etam, Mavi, Jack & Jones, Hummel, Michael Kors, Esprit, Moschino, Perspective, Selected, Vero Moda, Y.A.S., Fabi, MSGM და სხვა. 

ესაა იდეალური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც სტილსა და ფასდაკლებებს შორის ბალანსს ეძებს - მართლაც, ჩვენს ახალ, აუთლეთ სივრცეში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი! 

„დრესაპ აუთლეთი ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც მისი მასშტაბით და კონცეფციით, ვფიქრობთ ჩვენი როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს. ეს არის შესაძლებლობა მათთვის საყვარელი ბრენდების კოლექციები კომფორტულად და რაც მთავარია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ. 

სამომავლოდ ჩვენს ჯგუფს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მრავალი სიახლით გავანებივრებთ, როგორც აუთლეთის, ასევე სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა დრესაპ ჯგუფის მულტიბრენდული მიმართულებების ხელმძღვანელმა, ნანა ჭანტურიამ. 



გამორჩეულია მაღაზიის კონცეფცია, რომელშიც როგორც ქალის, კაცისა და ბავშვის, აგრეთვე პრემიუმ ბრენდების განყოფილებასაც ვხვდებით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები კი ზომების მიხედვითაა დალაგებული, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოსა და მარტივს ხდის შოპინგის პროცესს. 

ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუთლეთში მომხმარებელს არაერთი სიურპრიზი, სიახლე და მათზე მორგებული შეთავაზება ელოდებათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ლოიალობის ბარათის მფლობელები კვლავ შეძლებენ ტრადიციული შეთავაზებებით სარგებლობას, ექსკლუზიური შეთავაზებები კი თითოეული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

Dressup Group-ისთვის ინოვაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შეთავაზება მუდამ პრიორიტეტია. ჯგუფმა უკვე მსოფლიოს მრავალი წამყვანი ბრენდი გააცნო ქართულ ბაზარს და არაერთი სახის შეთავაზება დანერგა სამომხმარებლო გამოცდილებაში. „დრესაპი“ მომავალში გვპირდება კიდევ უფრო მეტი კოლექციებით სივრცის გამრავალფეროვნებასა და მუდმივ განახლებებს, მათ შორის ახალი ბრენდების გამოჩენა და სხვა. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ გაიხსნება დანიური ბრენდის, Vero Moda-ს, პირველი ბრენდული მაღაზია საქართველოში! 

დრესაპის ახლად გახსნილი აუთლეთის მაღაზიას შეგიძლიათ ს/ც “ქარვასლა”-ში, ცოტნე დადიანის 7 ნომერში ესტუმროთ.

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას