*|MC:MC_MC_SUBJECT|*

მოემზადე საზაფხულო ფესტივალებისთვის

ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით დატვირტულია მუსიკალური ფესტივალებით. გარდა იმისა, რომ ფესტივალი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მუსიკითაც ისიამოვნო და საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებებიც შექმნა, მისი უდიდესი ხიბლი ფერად და განსხვავებულ ლუქებშიც მდგომარეობს.

მუსიკალური ფესტივალები კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ ის არ ცნობს ტრენდებს და ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ 70-იანი წლების ნამდვილი როკ-ვარსკვლავივით გამოეწყო. თუ ლუქების შერჩევის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვს, ამ ბლოგით ვეცდებით ეს პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

პირველი ადგილი გადავწყვიტეთ, რომ კლასიკური, ეგრეთ წოდებული, „ბოჰო სტილისთვის“ მიგვენიჭებინა. ბეჟ, ნეიტრალურ ფერში გადაწყვეტილი გრძელი და მსუბუქი კაბა იდეალურად ერწყმის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ფეხსაცმელს - Birkenstock-ის სანდლებს. მეტი ექსტრავაგანტულობისთვის კი ეს ლუქი მაქსიმალურად დავტვირთეთ ფერადი აქსესუარებით. ლუქი ვინტაჟურობისა და ტრენდულობის იდეალურ სინთეზს ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია ნებისმიერი მუსიკალური ფესტივალისთვის.
თუ ბოჰემური სტილი შენც ჩვენსავით გიყვარს, მაგრამ უფრო კომფორტულ კომბინაციას ეძებ, შემდეგი ლუქი სწორედ შენთვისაა. ამჯერად, მთავარი გმირი უკვდავი ბრენდის, Wrangler-ის ჯინსის შორტია, რომელსაც ნაქსოვი, ეგრეთ წოდებული, „Crochet” ტოპი მოვუხდინეთ. და რა შეიძლება ამ კომბინაციას მოუხდეს იმაზე მეტად, ვიდრე კლასიკური “Cowboy Boots”. თუ გინდა, რომ ფესტივალის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მაშინ ეს ლუქი ნამდვილად შენთვისაა შექმნილი. მიუხედავად მსგავს ტონალობაში გადაწყვეტილი აქსესუარებისა, ეს ის შემთხვევაა, როცა ფერების ნაკლებობა არაფერს დაგაკლებს.
თუ არჩევანი ზღვისპირა ქალაქების ფესტივალებზე გააკეთე, შესაბამისი ლუქი შენთვისაც შევქმენით. ეს კომბინაცია შედგება თეთრი, მსუბუქი და გრილი კაბის, კიდევ უფრო მსუბუქი სანდლებისა და საფესტივალო განწყობისთვის - ფერადი, ნაქსოვი ჩანთისგან, რომელიც საშუალებას მოგცემს რომ ფესიტვალითა და ზღვის სანაპიროთი ერთდროულად დატკბე. სანაპიროსთვის კი თუ საცურაო კოსტიუმები დაგჭირდება, Etam-ის ახალ კოლექციაში აუცილებლად იპოვი იმას, რაც გინდა.
ახლა კი დროა კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის შექმნილი ლუქი გაგაცნოთ. თუ კომფორტი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ფესტივალებზე შენი მიზანი რაც შეიძლება ბევრი ცეკვაა, მაგრამ თან გინდა, რომ გამორჩეულად გამოიყურებოდე, აუცილებლად გამოიყენე ეს ლუქი ინსპირაციისთვის. ეგრეთ წოდებული, „Parachute Pants” და Adidas-ის კომფორტზე ორიენტირებული, მაგრამ ყოველთვის ტრენდული ბოტასი მთელი დღე-ღამის განმავლობაში მოგცემს იმის საშუალებას, რომ გაუჩერებლად იცეკვო. Vans-ის ფერად ზურგჩანთაში კი ყველაფერს ჩაატევ, რაც ფესტივალზე შეიძლება დაგჭირდეს.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც თქვენსავით არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, სამწუხაროდ, წვიმისა და ცუდი ამინდის შანსი ყოველთვის არსებობს. თუ შარშან გამართული Tbilisi Open Air-ის შემდეგ ფიქრობ, რომ წვიმიან ამინდში ფესტივალზე აღარასდროს წახვალ, ვეცდებით გადაგაფიქრებინოთ. ეს ლუქი მაქსიმალურად მარტივი, კომფორტზე და სითბოზე ორიენტირებულია და შეგდება კომფორტული ჯინსის, მაღალი ბოტებისა და კომფორტული საწვიმრისგან, რასაც მრავალფეროვნებისა და განწყობის ამაღლებისთვის Vans-ის ფერადი ზურგჩანთა დავამატეთ, რომლითაც შეგიძლია გამოსაცვლელი ტანსაცმელიც წაიღო. ამიტომ შეგიძლია წვიმას არ მისცე იმის უფლება, რომ საუკეთესო დროის გატარებაში ხელი შეგიშალოს.
ბევრი ფიქრის გარეშე, შეარჩიე შენი სტილი, ჩაიცვი ლამაზად და კონცეტრირდი იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად გაერთო. თუ ფესტივალი უკვე კარზე მოგადგა და მაღაზიებში სიარულის დრო აღარ გაქვს, შეგიძლია ყველა ეს ნივთი Dressup.ge-ზე იპოვო, შეუკვეთო და დაელოდო ჩვენს კურიერს, რომელიც ყველაფერს ერთად მოგიტანს და დაგელოდება, რომ მოიზომო და თუ რამე არ მოგეწონება, უკან გამოატანო.
 
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას