როგორ შევარჩიო საახალწლო დეკორაციები? - Dressup Home საახალწლო სამზადისში

საახალწლო დეკორაციების შერჩევა სადღესასწაულო სამზადისის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და კრეატიული პროცესია. ეს იდეალური დროა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სივრცე მუდმივი ზეიმის ჯადოსნურ ფონად აქციო.

ჩვენ მოიგყვებით 2025-2026 წლების წამყვანი ტრენდებისა და იდეების შესახებ, რომლებსაც მოდისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს ყველაზე ავტორიტარული გამოცემები გვთავაზობენ (მაგალითად, Vogue და Elle Decor). თუ ჯერ ვერ გადაგიწყვეტია, როგორ მოამზადო შენი სახლი დღესასწაულისთვის, მაშინ იმედი გვაქვს, dressup.ge-ს ეს გზამკვლევი დაგეხმარება. თუმცა, ნუ დაივიწყებ, რომ აუცილებელი არაა ტრენდებს მიჰყვე - ახალი წლის დეკორაცია პირველ რიგში შენ უნდა გახარებდეს.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2026 წლისთვის: 3 ძირითადი მიმართულება

ინტერიერის დიზაინერების აზრით, ნაძვის ხე დეკორაციის ცენტრია. ის ხშირად მთელი სახლის სადღესასწაულო სტილს განსაზღვრავს. ამიტომ, თუ ერთიანი, ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა გვინდა, ჯერ ნაძვის ხის თემატიკა უნდა განვსაზღვროთ და მერე უკვე მის გარშემო შევკრათ დანარჩენი მორთულობა. 

ბოლო წლების განმავლობაში, დეკორში სკანდინავიური მინიმალიზმი დომინირებდა, თუმცა, ეს „სტერილური სრულყოფილება“ 2025-2026 სეზონზე, ინდივიდუალიზმმა და პერსონალური სტილის გამოხატვის სურვილმა ჩაანაცვლა. მთავარი ტრენდი სწორედ იმ სტილის პოვნაა, რომელიც ყველაზე ავთენტურად შენ გამოგხატავს.

კლასიკური: ნოსტალგია, ხავერდი და ტარტანი

თუ დეკორის ენთუზიასტი ხარ, ბოლო თვის განმავლობაში, „რალფ ლორენის შობის“ ესთეტიკა ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა შენს YouTube-ის ან Tik-Tok-ის მთავარ გვერდზე. ეს წელს ყველაზე პოპულარული საშობაო მორთულობის ტრენდია ამერიკაში, რომელიც მემკვიდრეობით სიამაყეს, მყუდროების შეგრძნებასა და ღრმა ნოსტალგიაზე აკეთებს აქცენტს. დეკორის პალიტრა მდიდარ, ღრმა ფერებზე დგას: მუქ წითელზე მკვეთრი ალისფერის მაგივრად, ღრმა ტყისფერ მწვანეზე, მდიდრულ ხის ტონებზე, სამეფო იასამნისფერსა და თბილ მეტალის ფერებზე. 

ტექსტურა გადამწყვეტია, ბაფთები და ორნამენტები კი ხავერდის უნდა იყოს. ხოლო „ტარტანის“ (შოტლანდიური კუბოკრული) პრინტი დომინირებს საახალწლო ტექსტილის მოსართავებში: პლედებში, დეკორატიულ ბალიშებში, მაგიდის გადასაფარებლებში და ა.შ. იდეა ახალი, ხარისხიანი დეკორის ძველ, ოჯახურ რელიკვიებთან შერევაა, რომ ვერავინ გაარჩიოს რა არის ახალი და რა - ძველი. ამ სტილის ნაძვის ხის მორთვა თბილი ტონის ნათურებით დაიწყე, ძველი, სენტიმენტალური მნიშვნელობის ნაძვის ხის მოსართავები დაამატე და მუქი წითელი ხავერდის ბაფთებით დააგვირგვინე.

თანამედროვე: მხიარული, ირონიული და ვარსკვლავური

”Kitschmas“ 2025 წლის შობის სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიტყვაა. ეს ერთგვარი მხიარული ამბოხია მოსაწყენი წესების წინააღმდეგ. ის უცნაურ, ირონიულ და პერსონალურ სათამაშოებს ზეიმობს და “რალფ ლორანის შობის” ტრადიცულ, კონსერვატულ მორთულობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. House Beautiful-ის თქმით, საკვების ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები კვლავ აქტუალურია. 

პოპულარული დეკორია მაკნატუნას თოჯინა. გამოიყენება მაქსიმალურად მყვირალა ფერები, თან ისეთ კომბინაციებში, რომელსაც ტრადიციულად ერთმანეთს არ უხამებენ. იმისთვის, რომ ეს ესთეტიკა ზედმეტად ბავშვურად არ გამოიყურებოდეს, დიზაინერები გვირჩევენ კიტჩის ე.წ. ციური (Celestial) მოხატულობით ჩანაცვლებას, მაგალითად, ღამის ცის მოხატულობა, კენკრისფერი წითელი და ტყისფერი მწვანე. მთავარი მოტივები კი ვარსკვლავები, მთვარე და მეტალი ტონები უნდა იყოს.

მინიმალისტური: დახვეწილი მონოქრომი და არტ-დეკო

მინიმალიზმი 2025-2026 წლებში აღარ არის ნეიტრალური ბეჟი და ნაცრისფერი, არამედ მდიდარი და დახვეწილია. მას „არტ-დეკოს“ სტილის ძლიერი დაბრუნება განსაზღვრავს. შეგიძლია ამ სტილს ორნაირად მიუდგე: აირჩიო რბილი მონოქრომი თავშეკავებულ პალიტრაში (ნაზი ვარდისფერი, ოქროსფერი და სპილოსძვლისფერი), ან სრული მასშტაბით აჰყვე არტ-დეკოს აღორძინებას, გამოიყენო პრიალა ზედაპირები და დრამატული ფერები: მკვეთრი შინდისფერი, შავი და ოქროსფერი. 

ამ სტილში დიდ როლს თამაშობს განათება. ხე მონოქრომულ ფერებში ირთვება (მაგ. სათამაშოები მხოლოდ შინდისფერი უნდა იყოს, ხოლო წვიმა, ოქროსფერი), ამიტომ, ნათების გარეშე შესაძლოა ზედმეტად მკაცრი გამოჩნდეს. ცხადია, ნათებაც დახვეწილი უნდა იყოს და ამიტომ  ჯობია გამოიყენო ნაზი ციმციმის ეფექტის საახალწლო განათება, რომელსაც თბილი ტონი აქვს (მოყვითალო ფერი კაშკაშა თეთრის მაგივრად).

როგორ შევქმნათ ერთიანი ატმოსფერო ოთახში?

თუ ნაძვის ხის მთავარი თემა უკვე შერჩეული გაქვს, ისღა დაგრჩენია, დანარჩენი საახალწლო დეკორი შეუხამო და მთელი ბინა ერთიან, ჰარმონიულ სურათად აქციო.

2025 წლის სახლის დეკორში ყველაზე დიდი ცვლილება „ტექსტურული რენესანსია“. დიზაინერების დაკვირვებით, ხავერდი წელს მთავარი მასალაა. ის კარგად ერგება როგორც არტ-დეკოს მდიდრულ მინიმალიზმს, ისე კლასიკურ სტილს. მისი გამოყენება კიტჩშიც შეგიძლია, თუ კონტრასტულ ტექსტურებს შეახამებ. ამის საპირწონედ, შეგიძლია ხავერდის ბაფთები მაღალი კონტრასტის, მყვირალა ელემენტებთან, მაგალითად, კილიტით გაწყობილ ბრჭყვიალა დეკორატიულ ბალიშებთან შეახამო.

ასევე, პროფესიონალების რჩევაა დეკორაცია იმ ნივთების გარშემო ააგო, რომლებიც უკვე იკავებენ სახლში ადგილს. მასშტაბური ცვლილებების მაგივრად, შექმენი ე.წ. „სადღესასწაულო კუთხეები“: მაგალითად, თაროზე დააწყვე საახალწლო თემატიკის სამაგიდე წიგნები, მაგიდა გააწყვე პრიალა მაღალი ვერცხლის შანდლებით, კედლებზე დაკიდე რამდენიმე გირლიანდა ან დეკორატიული გირჩების აცმა. რამდენიმე დეტალიც კი სრულიად საკმარისია ატმოსფეროს შესაქმნელად, დიდი ტრანსფორმაციები არაა საჭირო.

როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა?

თუ კლასიკური სტილი აირჩიე, Elle Decor გირჩევს, შექმნა „რომანტიკული სადღესასწაულო სუფრა“. აირჩიო ერთი ცენტრალური ფერი, მუქი წითელი ან ტყისფერი მწვანე. აუცილებელი არაა, ისინი ერთმანეთთან დააწყვილო. შეგიძლია გამოიყენო მთავარი ფერი ცენტრალურ კომპოზიციაში, მაგალითად, წითელი ვარდების თაიგული და იმავე ფერის სანთლები, ან მწვანე მაგიდის გადასაფარებელი და გირჩები. 

თუ შენი არჩევანი მინიმალისტური „არტ-დეკო“ და „ციური“ ტრენდებია, მაშინ აქცენტი დახვეწილობასა და შარმზე გააკეთე. შინდისფერი, შავი და ოქროსფერი ცენტრალური ფერებია. კარგი იქნება თუ მაგიდის მოსართავი პრიალა მასალისგან იქნება დამზადებული. არტ-დეკო სტილში, გეომეტრიული ფიგურებით მოხატული გადასაფარებელი და ჭურჭელი სუფრის მთავარი აქცენტი უნდა იყოს. აუცილებელია მბზინავი მეტალის დეკორატიული ელემენტები, მაღალი, წვრილი დეკორატიული სანთლები ვერცხლის ან ოქროს შანდლებში, მბზინავი მეტალის ლარნაკი ან დოქი და ა.შ. დიდ როლს თამაშობს დაბალი, თბილი ტონის განათება.

პატარა ბინაში ვცხოვრობ. როგორ მოვრთო ისე, რომ არ გადაიტვირთოს?

ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ შემთხვევაში, ახალი დეკორაციების დადგმას, ჯობია მორთო ის რაც უკვე იკავებს ადგილს: ასე ახალი ნივთებით სივრცის გადატვირთვა აღარ გჭირდება და ატმოსფეროც სადღესასწაულო ხდება.

  1. აითვისე ვერტიკალური სივრცე: გამოიყენე „ჩამოსაკიდი დეკორაციები“. დაკიდე გვირგვინები და ბაფთები შიდა კარებზე ან ჩარჩოების თავზე. წიგნის თაროები და ფანჯრები კი გირლიანდებით გაახალისე. 
  2. მორთე ავეჯი: ახალი ნივთების დამატების ნაცვლად, სადღესასწაულო განწყობა მიანიჭე იმას, რაც უკვე იკავებს ადგილს. სკამის საზურგეებზე გადაკიდე საახალწლო მოტივებით გაფორმებული პლედი, დივანზე დააწყვე ხალისიანი დეკორატიული ბალიშები და ა.შ.
  3. გამოიყენე ამრეკლი ზედაპირები: სარკეზე შემოხვეული განათება გაძლიერებულ ეფექტს შექმნის და დამატებით სივრცესაც არ დაიკავებს.

შეამცირე მასშტაბი: ნაძვის ხე საახალწლო დეკორის გულია, მაგრამ აუცილებელი არაა იატაკიდან ჭერამდე ადგილს იკავებდეს ბინაში განწყობის შესაქმნელად. გამოიყენე პატარა, სამაგიდე, ან სულაც ახლებური კედელზე მისამაგრებელი ბრტყელი ნაძვის ხე. 

საახალწლო სამზადისში რაც არ უნდა დაგჭირდეს, ყველაფერს Dressup Home-ის კატეგორიაში შეარჩევ: მრავალფეროვან დეკორაციას, საახალწლო განათებას, სადღესასწაულო ჭურჭელს, ტექსტილსა თუ ნაძვის ხის გამორჩეულ სათამაშოებს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას