და შენ რას იცვამ ახალ წელს?

ახალ წელს ყველა სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ - ზოგი სახლში, ზოგიც გარეთ, მეგობრების გარემოცვაში ან უცხო ქვეყნის რომელიმე უცხო ქალაქში. როგორი ახალი წლის ღამეც არ უნდა გქონდეს ჩაფიქრებული, რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე: “ახალ წელს რას იცვამ?” ჰოდა, იმისთვის, რომ შთაგონება გეწვიოს და რთული ამოცანა ადვილად გადაჭრა, განსხვავებული საახალწლო წვეულებებისთვის შესაფერისი რამდენიმე ჩაცმულობა მოვიფიქრეთ, რომლებსაც ამ ბლოგში გაგიზიარებთ. 

შენ როგორი ახალი წლის ღამე ჩაიფიქრე?

 

ჯერ სახლში…

 ახალი წლის ღამე ნამდვილად ჯადოსნური და მოულოდნელობებით სავსეა, თუმცა უმეტესობა ერთნაირად, “ჯერ სახლში” იწყება: უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, გაშლილ სუფრასთან, ანთებული შუშხუნებითა და შუაღამემდე ათვლილი წამებით., ტრადიციულად, სახლურ წვეულებაზე ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქრიდან, სუფრის ხელსახოცამდე ყველაფერი ლამაზი, ბრჭყვიალა და განსაკუთრებული უნდა იყოს - მათ შორის, შენც. მასპინძლობა ადვილი საქმე არ არის, ამიტომ, “ჯერ სახლში”  წვეულებისთვის ვეცადეთ ეთდროულად პრაქტიკული და თან ძალიან საზეიმო ჩაცმულობა აგვერჩია. ჩვენი აზრით, კომფორტული GUESS-ის  შინდისფერი კარდიგანი, და მისი შესაფერისი ქვედაბოლო საზეიმო განწყობას იდეალურად გამოხატავს. მათი კიდევ უფრო გახალისება კი ოქროსფერი აქსესუარებითა და Calvin Klein-ის ჩანთით შეგიძლია. ფეიერვერკების სანახავად აივანზე გასულს კი ფუმფულა ქურთუკი გაგათბობს.

და მერე ვნახოთ

“და მერე ვნახოთ” იმ ადამიანებისთვისაა, რომლებმაც ზუსტად არ იციან საით წაიყვანთ 2026 წლის პირველი საათები: მეგობრის სახლში, რომელიმე ბარში თუ უკვე კარგა ხნის დაწყებულ კონცერტზე. თუ ჯერ 12-ის მერე მეგობრების ნახავის გარდა არაფერი დაგიგეგმავს, ჩაცმულობაც 1 იანვრის ღამესავით ერთი შეხედვით შემთხვევითი, მაგრამ იდეალური უნდა იყოს. რთულია, სხვადასხვა ხასიათის წვეულებას ერთი სტილი მოუხდინო, მაგრამ ამ დავალებასაც გავართვით თავი და შთაგონებისთვის თავისუფალი დგომის, მაგრამ განსხვავებული ტექსტურის ტანსაცმელი ავარჩიეთ. “და მერე ვნახოთ” შავისა და ვერცხლისფერის ელეგანტური შეხამებაა - ტყავის შარვალი, შავი ბლუზა და მასზე მოცმული ბრჭყვიალა დენიმის მოსაცმელი. ამ როკსტარულ ლუქს ძლიან მოუხდება მეტი ვერცხლისფერი აქსესუარიც, მაგალითად, სამაჯური . ამ ჩაცმულობაში პრაქტიკულობასა და სტილს ტევადი და კოხტა LIU JO-ს ჩანთა და FABIO RUSCONI-ს კომფორტული და ულამაზესი ფეხსაცმელი, აბალანსებს.

წლის ბოლო სამუშაო დღე

უფრო სწორად, წლის ბოლო არასამუშაო დღე, თანამშრომლებთან ერთად. მნიშვნელობა არ აქვს Secret Santa-ს დასკვნითი დღეა თუ რესტორანში გამართული კორპორატიული საღამო, სამსახურის წვეულებაზე სასურველია პროფესიონალიზმი სადღესასწაულო განწყობას შეუხამო, რაიმე ძალიან ელეგანტური ჩაიცვა და შენს თანამშრომლებს შენი სტილი ახლიდან გააცნო. ამ მიზნით, ავარჩიეთ Vero Moda-ს ბლუზა და კლასიკური, თეთრი შარვალი .  სამუშაო დღეებისგან განსხვავებით, წვეულებაზე ტევადი ჩანთა არ დაგჭრიდება, მის ნაცვლად, შეგიძლია Greyder-ის ყავისფერი ჩანთა  ატარო, რომელიც ამ ჩაცმულობას ძალიან უხდება.

დაიბედე შენი სტილი

შეიძლება ითქვას, რომ ბედობის ჩაცმულობა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ახალი წლის დღეებში მიიღებ - მეგობრებთან გატარებულ ბედობის წვეულებაზე განისაზღვრება თუ როგორი იქნება შენი სტილი მთელი წლის განმავლობაში. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ჯობს, კომფორტთან ერთად საზეიმო ბრწყინვალებაც დაიბედო. ამ ლუქში ლურჯისა და ვერცხლისფერის კომბინაციაა და ორი მთავარი პერსონაჟი გვყავს: Michael Kors-ის ბრჭყვიალა კარდიგანი და Tommy Jeans-ის ვერცხლისფერი ჩანთა. მათი სიკაშკაშე კი ლურჯი, თბილი შარვლით ბალანსდება. ამ ჩაცმულობასთან ერთად, ალბათ ჯობს ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა აქსესუარები - საყურე და თმისსამაგრები დაიბედო.

ძველით ახალი „ლუქი“

მიუხედავად იმისა, რომ შუა იანვრისთვის საახალწლო განწყობა უკვე მინავლებულია, ძველით ახალ წელს, ქალაქი სავსეა ახალი კულტურული ღონისძიებებით - პრემიერებით, გამოფენებით, კონცერტებით… ამიტომ, 14 იანვრის აღსანიშნავად, ხალხში უნდა გაერიო და ხელოვნებით დატკბე. ვფიქრობთ, რომ Dressup-ის მაღაზიებში ამ შემთხვევისთვისაც ნახავ იდეალურ კაბას, ჩანთასა და ფეხსაცმელს. იანვრის სუსხში კი ელეგანტური, LIU JO-ს პალტო გაგათბობს.

საშობაო ბაზრობაზე სასეირნოდ

ზამთრის სუსხის მიუხედავად, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისის, აქვს რაღაც ჯადოსნური: საშობაო ბაზრობები, ფიგურული სრიალი, საახალწლოდ მორთული ქალაქის ქუჩებში სეირნობა… ზამთრის აქტივობებისთვის თბილად ჩაცმა აუცილებელია. თუმცა, თბილად ყოფნა მოხდენილ სტილს არ გამორიცხავს - ამის დასადასტურებლად კი Tommy Hilfiger-ის ზამთრის დახვეწილი კოლექციიდან ამოვარჩიეთ სვიტრი, ქურთუკი, ხელთათმანები. თბილად ყოფნაში Levis-ის შარფი და Lacoste-ს ფერადი ქუდიც დაგეხმარება და შენი ზამთრის ჯადოსნური პაემნების ჩაცმულობაში უნივერსალური, მაღალწელიანი ჯინსიც ძალიან გამოგადგება.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას