გახსოვს პირველად რა ჩაიფიქრე?

ხომ იცი, ახალი წელი ზუსტად ის დროა, როცა რაღაც უნდა ჩაიფიქრო. შეიძლება სულაც არ იცოდე რა - უბრალოდ გინდა, რომ კარგი იყოს, უბრალოდ გინდა, რომ რაღაც ახდეს.

(მახსოვს პირველად იამაჰა ვინატრე და მერე თოვლის ბებიად გადაცმულმა დეიდაჩემმა მაჩუქა, არასოდეს დამავიწყდება)

ოღონდ ჩაფიქრებაცაა და ჩაფიქრებაც, ადამიანებს სხვების გახარებაც გვიყვარს და საკუთარი თავებისაც. ხანდახან ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის უფრო მეტი გვემეტება… ხანდახან კი ჩვენი თავებისთვისაც, თუ მთელი წელი შევალიეთ რაღაცის სურვილს ხომ მითუმეტეს! 

სწორედ ამ ფიქრით იწყება საახალწლო სამზადისიც. და ალბათ შენც გქონია ის მომენტი, როცა ხვდები, რომ საჩუქრის შერჩევისას ყველაზე რთული არა დრო ან ფასი, არამედ იმ ადრესატის დარწმუნებაა, რომ ზუსტად ის აირჩიე და აჩუქე, რაც მისთვისაა. არა უბრალოდ ლამაზი ნივთი, არამედ რაღაც, რაც მართლა მოერგება ადამიანს, მის ხასიათს და მის სტილს.

ზუსტად ამიტომ - საჩუქარი მაშინ არის კარგი, როცა ჩაფიქრებული იყო.

დრესაპშიც მხოლოდ ეს გვსურს - ‘ჩაიფიქრო’ და აიხდინო (და მოიხდინო) ყველაფერი!

როცა საჩუქარზე ფიქრობ

საჩუქრის არჩევა, სინამდვილეში, სურვილების თარგმნაა.

სულ ცდილობ მიხვდე - რა გაახარებს? რა მოუხდება? რა იქნებოდა ისეთი, რომ უთქმელადაც ყველაფერი თქვას?

ამიტომაც, ახალი წლის წინ, საჩუქრებზე ფიქრი ხშირად უფრო ემოციურია, ვიდრე პრაქტიკული. გინდა, რომ არ შეცდე. გინდა, რომ საჩუქარი არ იყოს უბრალოდ „კიდევ ერთი რამ“.

ზუსტად აქ იწყება Dressup-ის როლი.

Dressup - ადგილი, რომელიც უნდა ‘ჩაიფიქრო’

Dressup არ არის მხოლოდ მაღაზიათა გაერთიანება. ეს არის სივრცე, რომელიც საჩუქარზე ფიქრისას გაგახსენდება!

ათობით ბრენდი, ასობით სტილი, ათაოსობით ხასიათი - ეს ყველაფერი გაძლევს შესაძლებლობას, რომ აჩუქო ზუსტად ის, რაც ‘ჩაიფიქრე’!

სწორად მიმიხვდი, დრესაპის სასაჩუქრე ბარათს ვგულისხმობ…

ხშირად მსმენია (და ალბათ შენც), სასაჩუქრე ბარათის ჩუქება მარტივი გამოსავალიაო. ჩვენ, დრესაპში, ასე არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით…

… ზუსტად ვიცით, რომ თუ იცნობ ადამიანს, რომელსაც შოპინგი უყვარს, განა რა არის სასაჩუქრე ბარათზე იდეალური - და თან როდესაც იცი, რომ კონკრეტული ბრენდების გამო ჩუქნი... განა ვის არ უყვარს Calvin Klein და Levi’s, ანდაც Lacoste და Tommy Hilfiger!

‘ჩაიფიქრე’ - საჩუქარი ორივე მხარეს

სურვილების ‘ჩაიფიქრება’ მხოლოდ სხვებისთვისაც ხომ არ არის, ხანდახან პირიქით, უფრო ჩვენი თავებისთვისაა ხოლმე.  

სწორედ ასეთია ჩვენი გამოწვევაც და ჩვენი სიამაყეც - დრესაპი, შენთვისაც და სხვებისთვისაც! 

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენთან ერთად შენ ზუსტად აჩუქებ შენ საყვარელ ადამიანს იმას, რაც ‘ჩაიფიქრე’. მაგრამ, ამით ხომ ყველაფერი არ დამთავრდება… ნამდვილად არა! შენც ხომ უნდა ‘ჩაიფიქრო’ რა გსურს და მერე რა, თუ შენვე აუხდენ შენს თავს სურვილებს, პირიქით! ახალი წელი ხომ სწორედ ამისთვისაა, რომ საკუთარ სურვილებსაც მისცე ადგილი.

ახალი წელი ერთ ნაბიჯში!

ახალი წელი ყოველთვის იწყება ერთი პატარა რიტუალით - ჩაფიქრებით.

დრესაპშიც სწორედ ასეა:

სურვილებით, რომლებიც შეიძლება ახდეს.

საჩუქრებით, რომლებიც ჩაფიქრებულია.

და იმ პატარა მომენტებით, როცა ხვდები, იდეალური არჩევანი რომ გაქვს გაკეთებული.

ამიტომაც სხვას ბევრს ვერაფერს გირჩევ, ადექი და უბრალოდ ერთი რამ გააკეთე:

ჩაიფიქრე

დანარჩენს კი სურვილები თვითონ მიხედავს!

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას