კინოეკრანიდან შენს გარდერობში: 4 ლეგენდარული კაბა შენი საყვარელი “რომ-კომებიდან”

მოდის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ რომანტიკული კომედიები ეკრანებიდან რაღაც განსაკუთრებულ მაგიას ასხივებენ: გულს გიჩუყებენ, გაიმედებენ, ერთბაშად გამსუბუქებენ და ზუსტად იმ დროს, როცა არ ელი, იმ ერთ “ლუქს” გაჩვენებენ, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდება. კინოში ტანსაცმელს სულ სხვანაირად აღიქვამ - ეს არ არის მოდების ჩვენებაზე ნანახი, მოდელზე აწყობილი სილუეტი, არამედ ტანსაცმელი, რომელშიც შენი საყვარელი პერსონაჟი ცხოვრობს: უყვარდება, იმედები უცრუვდება, ცხოვრებისეულ გაკვეთილს იღებს და ბოლოს კეთილად და ბედნიერად ასრულებს. ხანდახან, შენი საყვარელი პერსონაჟი თავისი ცხოვრების გარდა, შენსასაც ალაგებს - გახვედრებს ზუსტად რა სჭირდება შენს სტილს და შენი ხასიათის რომელი დეტალი უნდა წარმოაჩინო მეტად შენს გარდერობში.

კინოში არც ერთი სამოსი შემთხვევით არ ხვდება - ფილმებში ყველა ფერი, სილუეტი და თარგი ხასიათს გამოხატავს - ეხმარება პერსონაჟს უკეთ გვაჩვენოს მისი განწყობები, ან ის გარემო, რომელშიც მოქმედება ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ჩაცმულობის უმცირეს დეტალებზეც კი უზარმაზარი გუნდი მუშაობს, ლეგენდარული “ლუქების” გაცოცხლება და მათი შთაგონებით გამოწყობა დიზაინერების, ილუსტრატორების, კოორდინატორების, გარდერობის ასისტენტებისა და ბაიერების გარეშეც შესაძლებელია.

იმ ბევრი განსაკუთრებული სამოსიდან, რომლებმაც ჯერ ეკრანზე გაშლილი კომპოზიციები გაალამაზეს, შემდეგ კი კულტურის, თაობებისა და განწყობის სიმბოლოებად იქცნენ, ის რამდენიმე ავარჩიეთ, რომელთა სულ იოლად გაცოცხლებაში Dressup დაგეხმარება:

1. როგორ დავკარგოთ ბიჭი 10 დღეში

რომ-კომზე და კაბებზე, ალბათ, პირველი ენდი ანდრესონის პერსონაჟის ყვითელი (შეიძლება ითქვას, მზისფერი) კაბა გაგახსენდება. ეს დაუვიწყარი კაბა ქეით ჰადსონისთვის კაროლინა ჰერერამ შექმნა და მისი შთაგონება ის ბრილიანტი იყო, რომელიც ენდის პერსონაჟს წვეულებაზე უნდა ეტარებინა. კაბა იდეალურად გამოხატავს პერსონაჟის სითამამეს, ფემინურობას, ოპტიმიზმს და გვაგრძნობინებს, რომ ფილმის ბოლოს ის არც ისეთი ცინიკურია, როგორც დასაწყისში. რა თქმა უნდა, კაბა 2003 წელს გამოსული ფილმის პოსტერზეც მოხვდა და მას შემდეგ ათობით წითელ ხალიჩაზე, ათასობით ნიშნობასა და დაბადების დღეზე ეცვათ მისი მსგავსი: მზისფერი, თამამი, დენადი და ფემინური კაბა.

თუ ამ ვალენტინობისთვის იგივე ხასიათის გადმოცემა გინდა, მსგავს კაბას Dressup-ის კოლექციაშიც იპოვი

2. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი

რთული სათქმელია რატომაა ქეთ სტრეთფორდის კაბა ასე დასამახსოვრებელი. შეიძლება იმიტომ, რომ პერსონაჟი მთელი ფილმის განმავლობაში ტყავის ქურთუკებით, კამუფლიაჟითა და სქელძირიანი “ბათინკებით” დადის - მისი გარდერობი კონტრასტშია მისი დისა და დანარჩენი პერსონაჟების სტილთან - ქეთ სტრეთფორდი განსხვავებული თინეიჯერია. ამ საკმაოდ რომანტიკული, ლურჯი კაბის ჩასაცმელად პერსონაჟს ტრანსფორმაცია სჭირდება - იზრდება, საკუთარი ემოციების აღარ ეშინია და პატრიკთან ( ჰიტ ლეჯერი) იწყებს ურთიერთობას. სიმბოლურია ისიც, რომ კაბა ე.წ. “პრომის”, ანუ სკოლის დასრულების აღსანიშნ წვეულებაზე აცვია - ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოდ.

რა თქმა უნდა, Dressup-ის კოლექციაში ასეთი კაბებიც მოიძებნება

3. ბირჯიტ ჯონსის დღიური

რომ-კომის საყვარელი “ლუქი” შესაძლოა სულაც არ იყოს კაბა და იყოს ტანსაცმელი, რომელშიც პერსონაჟი (და მასთან ერთად მაყურებელიც) თავს კომფორტულად, ნამდვილად გრძობს და სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაზე ხელი აქვს ჩაქნეული. ყველასთვის საყვარელი, ძალიან მოუხერხებელი და ცოტათი უიღბლო ბრიჯიტ ჯონსი სწორედ პიჟამაში ხდება მაყურებლისთვის ყველაზე ახლობელი - მისი მთავარი თვისება - გულწრფელობა და ნიჭი, რომ მიიღოს საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც არის გვახსენებს, რომ სიყვარული მაშინ იწყება, როცა ნამდვილი ხარ და არა მაშინ, როცა იდეალური ხარ.

ბირჯიტ ჯონსის საყურებლად, კომფორტულად რომ გამოეწყო, დრესაპის კოლექციიდან საყვარელი პიჟამა შეგირჩიეთ

4. საუზმე ტიფანისთან

როგორც ფილმი და ჰოლის როლის შემსრულებელი - ოდრი ჰეპბერნი, Givenchy-ს კაბაც, ხელთათმანებთან და ყელსაბამთან ერთად, დაუვიწყარია. მოდერნისტული ფემინურობის სიმბოლო - უბრალო შავი კაბა, მარტივი სილუეტი, სუფთა ხაზები, აქსესუარებით დაბალანსებული ფუნქციონალიზმი. თუ “საუზმე ტიფანისთან” ნანახი გაქვს და გინდა 60-იანების ჰოლივუდის რომანტიკული იდეალები გააცოცხლო, დრესაპზე შესაფერის კაბას იპოვი.  ამ ხასიათის გაცოცხლებისას არ დაგავიწყდეს აქსესუარებიც! შავი სათვალე, ხელთათმანები, თეთრი ყელსაბამი…

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას