ოთახის დიზაინის ეფექტურობას დიდწილად განსაზღვრავს რა კუთხით და როგორი შუქი ეცემა კონკრეტულ მონაკვეთებს. სინათლის წყაროების სწორად გადანაწილებას შეუძლია სივრცის აღქმა სრულად შეცვალოს. ლოკალური შუქის წყარო გარემოს ვიზუალურად აფართოებს და მას უფრო დინამიკურს ხდის, ამიტომ კედლის სანათი შესაძლოა ძალიან ეფექტური დეკორის ელემენტი გახდეს, როდესაც ლიმიტირებულ სივრცეს აწყობ და ინტერიერის ზედმეტა გადატვირთვა არ გინდა.

თუ გსურს, ოთახის მოცულობასა და სივრცეს ხაზი უკეთ გაუსვა, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge კედლის სანათების კოლექციას. ჩვენთან აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს ცნობილი ევროპული ბრენდებისგან, მათ შორის Madam Stoltz, Item International და Mica Decorations. კოლექციაში გვაქვს მეტალის, აკრილისა და ბუნებრივი ჯუთის მოდელები, რომლებიც ყველა სტილის დიზაინში - ვინტაჟურიდან მინიმალისტურამდე - იდეალურად ჯდება.

შეიძინე ესთეტური, ტრენდული დიზაინის კედლის სანათი ონლაინ

სხვადასხვა დონის განათების კომბინირება სივრცეს უფრო მოქნილს ხდის. ოთახის სრულად ეფექტური განათებისთვის, რასაკვირველია შეუცვლელია ჭერის განათება, მაგრამ კონკრეტული ზონების ხაზგასმა და ეფექტურად წარმოჩენა ლოკალური შუქის წყაროების დახმარებით ხდება. მაგალითად, სამკითხველო კუთხის ან სამუშაო მაგიდისთვის მეტი აქცენტის მისაცემად და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად შეუცვლელია კედლის განათებისა და მაგიდის სანათის კომბინაცია - ორივე ეს წყარო საკმაოდ მცირე მონაკვეთს ანათებს, მაგრამ რბილი, ინტიმური შუქი მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის და, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტიულობასაც ახალისებს.

ლოკალური შუქის წყარო მნიშვნელოვანია აბაზანისთვისაც. სარკის თავზე ან ნიჟარასთან გვერდით დამონტაჟებული სპეციალური აბაზანის კედლის სანათი თითქმის შეუცვლელი ატრიბუტია კანის ეფექტურად მოვლისა და მაკიაჟის კეთების მომენტში - ლოკალური განათება, რომელიც პირდაპირ სახეს ეხება, უკეთ წარმოაჩენს დეტალებს.

თუ სივრცეში განათების წყაროების დამატებას აპირებ, აუცილებლად გაეცანი ჩვენს სრულ სანათების კოლექციას, სადაც სხვადასხვა დანიშნულების მოდელებს ნახავ.

ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი ძალიან კომფორტული პროცესია. ფილტრების დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია აარჩიო იმ მასალისა და ზომის კედლის სანათი, რომელიც ინტერიერისთვის გჭირდება. შენაძენს კი ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას