• ახალი
LÄTT LIV - Easter Rabbit... LÄTT LIV - Easter Rabbit... 2

სახლის დეკორი ონლაინ

სახლი ის ადგილია, სადაც შენს ინდივიდუალიზმს, გემოვნებასა და ხასიათს უნდა გაესვას ხაზი. იმისთვის, რომ ინტერიერის დიზაინი შენს პერსონალურ სივრცედ აქციო, მცირე დეკორატიული დეტალები დაგეხმარება.

იმისთვის, რომ შენი ყოველდღიური გარემო მართლაც შენს ხასიათს ერგებოდეს, მყუდრო იყოს და კომფორტულად გაგრძნობინებდეს თავს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს დეკორატიული ნივთების ექსკლუზიურ კოლექციას ხარისხითა და ორგინალური დიზაინებით ცნობილი ევროპული ბრენდებისგან, მათ შორის Chehoma, LAETITIA ROUGET, Madam Stoltz, Opjet, Athezza და სხვა.

შეიძინე სახლის აქსესუარები ონლაინ

ინტერიერის გასაცოცხლებლად ხშირად ერთი გამორჩეული ფორმის ლარნაკი ან ორიგინალური დეკორატიული ფიგურები სრულიად საკმარისია. ასეთი დეტალები ავსებენ სიცარიელეს და ოთახს ახალ სახეს სძენენ. ხოლო თუ ვიწრო სივრცის ვიზუალური გაფართოება და სინათლის ეფექტური განაწილება გსურს, ყველაზე მარტივი გზაა დახვეწილი, მოზრდილი ზომის სარკე გამოიყენო.

თუ ლიმიტირებული სივრცისთვის ირჩევ დეკორს, ეცადე ნივთები ესთეტურთან ერთად პრაქტიკულიც იყოს. თანამედროვე ან ვინტაჟური კედლის საათი დროის კონტროლშიც დაგეხმარება და ოთახის ერთ-ერთი მთავარი აქცენტიც მარტივად გახდება. თუ სახლში სამუშაო კუთხე გაქვს მოწყობილი, მისთვის მაქსიმალურად ინდივიდუალური სახის მისაცემად სხვადასხვა სამაგიდო აქსესუარები, დეკორატიული მცენარეები და სათავსოები გამოიყენე - ეს უკანასკნელი, მაგალითად, გარემოს ბევრად უფრო ორგანიზებულს გახდის.

ჩვენს კოლექციაში ასევე აღმოაჩენ სანთლებსა და არომატიზატორებს სიმყუდროვისთვის, სურათის ჩარჩოებს ოთახებისთვის მეტი ფერის მისაცემად და ორიგინალურ ქოთნებს (თუ დეკორატიულ მცენარეებს ცოცხალი სიმწვანე გირჩევნია). სახლის მოწყობა და ახალი შტრიხების დამატება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია - დაათვალიერე 2000-ზე მეტი დეკორატიული ნივთი, გაეცანი დეტალურ აღწერას და შეიძინე სასურველი აქსესუარები ონლაინ. ისარგებლე სწრაფი და უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიწყვე იდეალური გარემო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფასი
ბრენდი
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას