სახლი
სახლი ის ადგილია, სადაც ყოველი დეტალი ერთის მხრივ შენს კომფორტს უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ სტუმარს შენს ხასიათსა და გემოვნებაზე უამბობს. ასეთი ინდივიდუალური, მყუდრო და ამავდროულად ესთეტიური სივრცის შექმნაში კი დიდ როლს სწორად შერჩეული განათება, დეკორი, ავეჯი და აქსესუარები თამაშობს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს Home კატეგორიის უზარმაზარ კოლექციას, სადაც ხარისხითა და ორიგინალური ესთეტიკით ცნობილი ევროპული ბრენდების (Chehoma, J-Line, Madam Stoltz, Boltze და სხვა) 100% ორიგინალი პროდუქციაა თავმოყრილი.
ჩვენთან აღმოაჩენ ყველაფერს, რაც შენი იდეალური ინტერიერის შესაქმნელად გჭირდება. დახვეწილი სახლის დეკორი, მათ შორის ორიგინალური ლარნაკები, ლამაზი სანათები, უნიკალური კედლის პანოები და რბილი ხალიჩები, ნებისმიერ ოთახს სიცოცხლესა და ესთეტიკას მატებს.
შეიძინე სახლის აქსესუარები ონლაინ
ნებისმიერი ოთახის ხასიათს პირველ რიგში განათება ქმნის: სწორად შერჩეული სანათები, იქნება ეს მაღალი ტორშერი თუ პატარა მაგიდის სანათი, დაგეხმარება, რომ სივრცეში ატმოსფერო მთლიანად შენს განწყობას მოარგო. მისაღები ოთახის ან სამუშაო კუთხის მოწყობისას არ დაგავიწყდეს მცირე სამაგიდო აქსესუარები - ისეთი დეტალები, როგორც მაგალითად დეკორატიული ფიგურები ან ძველებური სტილის გლობუსი, გარემოს პერსონალურ, მაგრამ თანაც ძალიან მიმზიდველ სახეს სძენს - ვინტაჟური სტილი ყოველთვის ტრენდულია.
სივრცის სწორად ათვისებასა და კომფორტული ინტერიერის შექმნაში შესაბამისი დეკორატიული ავეჯი საკვანძო როლს თამაშობს. კატალოგში დაგხვდება ელეგანტური ყავის მაგიდები, კომფორტული პუფები და ლამაზი თაროები, ავეჯი, რომელსაც ინტერიერში ესთეტურთან ერთად ფუნქციური ელემენტიც შემოაქვს.
რაც შეეხება სამზარეულოს, აქ პრაქტიკულობა და სილამაზე უნდა ერთიანდებოდეს. უმაღლესი ხარისხის ჭურჭელთან ერთად, ჩვენთან დაგხვდება ორიგინალური სამზარეულოს დეკორიც, რომელიც კერძების მომზადებისა თუ სერვირების პროცესს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. კოლექციაში ასევე ცალკეა გამოყოფილი ტექსტილის, აბაზანისა და ეზოს აქსესუარების სექციები.
გაიმარტივე სახლის მოწყობა: ჩვენს სახლის კატალოგში შენი სახლის ინტერიერზე მორგებულ პროდუქციას მარტივად აარჩევ, ჩვენი მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით. შექმენი იდეალური ინტერიერი სახლიდან გაუსვლელად. ისარგებლე უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით და აქციე შენი სახლი იმ ადგილად, სადაც დაბრუნება ყოველთვის გიხარია.