ფეხსაცმლის აქსესუარები
კაცის ფეხსაცმლის აქსესუარები ონლაინ
ფეხსაცმლის აქსესუარების კატეგორია აერთიანებს იმ ნივთებს, რომელიც საჭიროა ფეხსაცმლის პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად, მოხმარების ვადის გასაზრდელად და კომფორტულად გამოსაყენებლად.
ამ კოლექციაში იპოვი როგორც სრულად ფუნქციურ ნივთებს, მაგალითად მოვლის საშუალებებს (სპრეები, ქაფები), მაშველებსა და სუპინატორებს, ისე დეკორატიულ ელემენტებს (ფერად თასმებს, მოსართავ პინებს) და დამხმარე ინვენტარს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს ასობით ნივთს ისეთი სპეციალიზებული ბრენდებისგან, როგორც PEDAG, Crocs და VANS. თუ გსურს ფეხსაცმელმა ხარისხი დიდ ხნით შეინარჩუნოს, პროცესისთვის საჭირო ატრიბუტებს სწორედ ამ კატეგორიაში აღმოაჩენ.
შეიძინე საუკეთესო ხარისხის მამაკაცის ფეხსაცმლის აქსესუარები ონლაინ Dressup.ge-ზე
ფეხსაცმელი ხშირად სერიოზული ინვესტიციაა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მის ჰიგიენასა და მოვლას. არასწორი მოვლის შემთხვევაში, ყველაზე ხარისხიანი ძვირადღირებული ფეხსაცმელიც კი მალე დაკარგავს ფორმას, ფერს, გაცვდება და გამოუყენებელი გახდება. მაგალითად, ხარისხიანი ტყავის ფეხსაცმელი სწორი მოვლის პირობებში შესაძლოა ათწლეულებიც გემსახუროს. მაგრამ ხშირად ჩაცმის დროს არ ვაქცევთ ყურადღებას ფეხსაცმლის უკანა ნაწილს, როდესაც ვკეცავთ ან ვწელავთ. ამ დროს ფეხსაცმლის მაშველი (კოვზი) შეუცვლელი ატრიბუტია - არა უბრალოდ აადვილებს ჩაცმის პროცესს, არამედ უკანა ნაწილს დეფორმაციისგან იცავს. ხოლო PEDAG-ის პრემიუმ საშუალებების გამოყენებით მაქსიმალურად დიდი ხნით შეძლებ პირვანდელი სახე შეუნარჩუნო.
ამ კატალოგში ცალკე ადგილი დავუთმეთ თვითგამოხატვის საშუალებებსაც. ფეხსაცმელი ხომ სტილის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ უნდა შეგეძლოს მისი დახმარებით შენს ინდივიდუალიზმს გაუსვა ხაზი. კროქსის პინი (Jibbitz), მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ფეხსაცმელის დახმარებით შენი პერსონალური ხასიათი გამოხატო. თუ კროქსები (ჯერ) არ გაქვს, მაშინ სპორტულ ფეხსაცმელზე ნეიტრალური თასმების მკვეთრი დიზაინით ჩანაცვლება ყველაზე მარტივი გზაა დიზაინი გამორჩეული გახადო. ზოგადად, კაცის აქსესუარები ჩვენი პლატფორმისთვის ისე შევარჩიეთ, რომ ნებისმიერი სტილის შემთხვევაში შეძლო იპოვო ის ნივთები, რაც თვითგამოხატვის საშუალებას გაძლევს
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოხერხებული იყოს, Dressup.ge-ზე მოქმედებს უნიკალური სერვისი “მოირგე”. სერვისის ფარგლებში შეგიძლია 10-მდე ნივთის გამოწერა, რომელსაც თბილისის მასშტაბით კურიერი ადგილზე მოგიტანს. შემდეგ 20 წუთი გელოდება სანამ მოიზომებ და რასაც გადაწყვეტ დააბრუნო უკან მიაქვს. შენ კი ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთის საფასურს, რომელსაც იტოვებ.