- -20%
 
La Roche Posay Retinol B3 – რეტინოლის სახისა და ყელის შრატი, რომელიც არბილებს, ატენიანებს და ანახლებს კანს. ამცირებს წვრილ ხაზებს, ნაოჭებსა და დაბერების ნაადრევ ნიშნებს. ფორმულა აერთიანებს კონცენტრირებულ სუფთა რეტინოლს და ვიტამინ B3-ს ოპტიმალური ეფექტურობისთვის და ამავდროულად შესაფერისია სენსიტიური კანისთვის.
უპირატესობები:
 • სუფთა და ნელ-ნელა გამოთავისუფლებული რეტინოლი უზრუნველყოფს შედეგსა და ტოლერანტობას.
 • მსუბუქი, დამატენიანებელი ტექსტურა ამცირებს ხაზებსა და ნაოჭებს და ანიჭებს კანს განახლებულ იერს.
 • visibly ანახლებს და აცოცხლებს კანს.
 • სურნელოვანი ფორმულა კომფორტული გამოყენებისთვის.
 • შესაფერისია სენსიტიური კანისთვის.
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
გამოყენების წესი:
- დაიტანეთ საღამოს გასუფთავებულ სახეზე და ყელზე, ნაზად შეიზილეთ შეწოვამდე, შემდგომ გამოიყენოთ სახის კრემი. (რეკომენდებულია Hyalu B5 სახის კრემთან კომბინაცია).
- დღის განმავლობაში აუცილებელია გამოიყენოთ სახის კრემი მინიმნუმ SPF15 მზისგან დამცავი ფაქტორით.
შემადგენლობა:
- ლაროშის თერმული წყალი - გამდიდრებული მინერალების უნიკალური კომბინაციითა და სელენის მაღალი კონცენტრაციით - ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი მოქმედებით.
- 0.1% სუფთა რეტინოლი (ვიტ A) - უჯრედების განმაახლებელი, კანის ფერის და რელიეფის გამათანაბრებელი მოქმედებით.
- 0.2% რეტინოლი, თანმიმდევრული გამონთავისუფლებით - ასტიმულირებს კანში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.
- ვიტ B3 (ნიაცინამიდი) - დამამშვიდებელი,ფერის გამაუმჯობესებელი და ბარიერული ფუნქციის აღმდგენი მოქმედებით.
- ჰიალურონის მჟავა - ხანგრძლივი დამატენიანებელი და წყლის შემაკავებელი მოქმედებით.
- მცენარეული წარმოშობის გლიცერინი - დამატენიანებელი და ბარიერის აღმდგენი მოქმედებით.
- ვიტ E (ტოკოფეროლი) - ანტიოქსიდანტური და გარემო მავნე ფაქტორებისგან დამცავი მოქმედებით.
- OIL FREE, არ შეიცავს პარაბენებს, არაკომედოგენურია.
დამატებითი შენიშვნა:
 სუფთა რეტინოლი შეიძლება ჰაერზე კონტაქტისას გაყვითლდეს, რაც არ ამცირებს მის ეფექტურობას ან უსაფრთხოებას. სიფრთხილის მიზნით, არ გამოიყენოთ რეტინოლის შემცველი პროდუქტები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
- ბრენდი
 - La Roche
 - შტრიხკოდი
 - 3337875694469
 - ბრენდის ქვეყანა
 - საფრანგეთი
 - კატეგორია
 - სახის მოვლა
 - ქვეკატეგორია
 - დატენიანება
 - ტიპი
 - შრატი
 - მოცულობა
 - 30 მლ
 - დანიშნულება
 - ნაოჭების საწინააღმდეგო