ვარჯიშის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავს კომფორტულად გრძნობდე და მოძრაობისას სრული თავისუფლება გქონდეს. თუ სპორტული შორტი სწორად შეარჩიე, მაშინ გაქვს საშუალება ყურადღება მთლიანად მოძრაობების სწორად შესრულებაზე გქონდეს და არა იმაზე, როგორ იმოძრაო ისე, რომ ტანსაცმელმა არ შეგაწუხოს.

სუნთქვადი ქსოვილი, გამძლე მასალა და კომფორტული ჭრილი სწორედ ის დეტალებია, რომლებიც განსაზღვრავს რამდენად შეძლებ ვარჯიშისას მოძრაობის სწორად შესრულებას. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს 100%-ით ავთენტური, მაღალი ხარისხის სპორტული შორტების ფართო არჩევანს მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან: Nike, Adidas, Hummel, Puma, Reebok და ა.შ. თითოეული მოდელი გათვლილია მაღალ დატვირთვას გაუძლოს და ვარჯიშისას სრული კომფორტი შეგიქმნას.

აღმოაჩინე სპორტული შორტები ონლაინ ყველა შემთხვევისთვის

კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველა ტიპის ვარჯიშისთვის შეძლო შესაბამისი მოდელის მოძებნა. გჭირდება მინიმალისტური და გამძლე მამაკაცის სპორტული შორტი? ან იქნებ უფრო თავისუფალი ჭრის შორტი ქალისთვის? გვაქვს მოდელები, რომლებიც კანთან მაქსიმალურად ახლოს ზის და მოძრაობისას სხეულის ფორმას იმეორებს და მოდელებიც, რომლებიც მაქსიმალურად თავისუფალია და არ გზღუდავს. დარბაზში განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშისთვის გვაქვს სპეციალური გამძლე სავარჯიშო შორტები, ხოლო სტანდარტული სუნთქვადი ფიტნეს შორტი კი ყოველთვის გამოგადგება მსუბუქი კარდიოსთვის - მაგალითად, ჰაიკინგისთვის ან იოგასთვის.

თანაც, სპორტული შორტი მხოლოდ დარბაზისთვის არაა. შეგიძლია ჩაიცვა ბუნებაში სეირნობისას, მეგობრებთან ერთად ფრენბურთის თუ კალათბურთის თამაშისას და სხვა ყოველდღიური აქტივობებისთვისაც. ასევე გვაქვს გამძლე ბავშვის შორტების დიდი არჩევანი, რომელიც გათვლილია პატარებს კომფორტი შეუქმნას მუდმივი მოძრაობის დროს.

ხოლო თუ უბრალოდ ყოველდღე სატარებელ შორტებს ეძებ, გვაქვს ასევე თავისუფალი, ურბანული სტილის მსუბუქი ტილოს შორტები ცხელი დღეებისთვის ან კლასიკური ჯინსის შორტი, რომელსაც თუ უფრო დახვეწილ ზედას შეუხამებ, შეგიძლია სამსახურშიც ატარო.

ვებსაიტზე ონლაინ შოპინგისას მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება მარტივად იპოვო ის ზომა, სტილი, მასალა თუ ფერი, რომელიც გჭირდება. ხოლო თუ არჩევანში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. გამოიწერე ერთდროულად 10-მდე მოდელი. შეკვეთას კურიერი ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ ყველაფერს მოირგებ. საბოლოოდ იხდი მხოლოდ იმ შორტის საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას