ხარისხიანი სპორტული ქურთუკი შეუცვლელი ნივთია ნებისმიერ გარდერობში. ერთი შეხედვით მას სრულად უტილიტარისტული ფუნქცია აქცს - გიცავს ქარისგან, ნალექისა და სიცივისგან. ხოლო ჭეშმარიტად კარგი მოდელი კი ამ დაცვას ისე უზრუნველყოფს, რომ პარალელურად მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობ თავს: მსუბუქია, გამძლე და ვარჯიშისას ან ლაშქრობისას მოძრაობის თავისუფლებას არ გიზღუდავს.

მაგრამ ნამდვილად კარგი სპორტული ქურთუკი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ მოდური აქსესუარიცაა, რომელიც თან ესთეტურადაც გამოიყურება და შენი სტილის სახასიათო შტრიხიც კი შეიძლება გახდეს, თუ სწორად შეარჩევ. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სწორედ ასეთი, ერთდროულად გემოვნებიანი და ხარისხიანი, სპორტული ქურთუკების არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან: Nike, Mammut, Jack Wolfskin, Levi`s, Adidas და ა.შ.

აღმოაჩინე მაღალი ხარისხის ბრენდული სპორტული ქურთუკი ონლაინ

კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ნებისმიერი სეზონისა თუ აქტივობისთვის მარტივად შეძლო კომფორტული მოდელის შერჩევა. თბილი დუტის ქურთუკი ცივი დღეებისთვის იდეალურია - შიდა ფენა სითბოს ინარჩუნებს, გარე ქსოვილი კი ქარისა და სისველისგან გიცავს. გრძელი დუტის ქურთუკები იოლად უმკლავდება ზამთრის ყველაზე მკაცრ დღეებსაც, კომფორტული სატარებელია და, თან, მოდურადაც გამოიყურება.

თუ შენთვის მნიშვნელოვანია გრილ სეზონზეც კი შეგეძლოს აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მნიშვნელოვანია ისეთი მოდელის არჩევა, რომლის შექმნისას პრიორიტეტი მოძრაობის თავისუფლება იყო. ასეთი შემთხვევებისთვის იდეალურია ნაჭრის, მემბრანიანი მოდელები.

ქურთუკი გარე ფენაა - ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გრილ სეზონზე, მაგრამ რეალურად მხოლოდ დამამთავრებელი შტრიხია. იმისთვის, რომ მან თავის მთავარ დავალებას ეფექტურად გაართვას თავი, მნიშვნელოვანია, ქვეშ სწორი სამოსი გეცვას. ამიტომ სეზონის მიხედვით ყურადღებით შეარჩიე ხარისხიანი სპორტული ზედა და შესაფერისი სპორტული შარვალი, რომელიც ასევე სითბოს შეაკავებს, მაგრამ არ გააღიზიანებს კანს და თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მოგცემს.

ლუქის დასასრულებლად კი სეზონის შესაფერისი სპორტული ფეხსაცმელი დაგჭირდება, მაგალითად ხარისხიანი, მყარი და სქელძირიანი ბოტასი, რომელიც საიმედოდ დაგიცავს სველზე მოძრაობისას.

ონლაინ შოპინგისას შესაძლოა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომელი ზომა ან მოდელი იქნება შენთვის ყველაზე კომფორტული. ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისის დახმარებით უკვე შეგიძლია სახლიდან გაუსვლელადაც მოისინჯო სხვადასხვა სამოსი. თბილისის მასშტაბით გამოიწერე 10-მდე ნივთი (განსხვავებული მოდელი, ზომა თუ ფერი). როცა კურიერი შეკვეთას მოგიტანს, ადგილზე დაგელოდება 20 წუთი, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ და ყველაზე კომფორტულ ვარიანტებს აარჩევ. საბოლოოდ იხდი მხოლოდ იმ ქურთუკის საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას