კარგი სპორტული ზედა ვარჯიშის ეფექტურობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. თუ ნამდვილად ხარისხიან კონსტრუქციასა და მასალასთან გვაქვს საქმე, შენი კანი ინტენსიური დატვირთვის დროსაც უნდა სუნთქვავდეს, მხრებისა და მკლავების მაქსიმალურად თავისუფლად მოძრაობა უნდა შეგეძლოს, ზედა არსად არ უნდა გიჭერდეს და არ უნდა გიხეხავდეს კანს - პირიქით, ზუსტად უნდა იმეორებდეს შენი სხეულის ფორმებს მოძრაობისას - იქნება ეს ინტენსიური ვარჯიში, სირბილი თუ დასვენების დღე სახლში.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ხარისხიანი და გამძლე სპორტული ზედების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდებისგან, მათ შორის Nike, Lacoste, Boss, Calvin Klein, Tommy Hilfiger და ა.შ.
აღმოაჩინე მაღალი ხარისხის ბრენდული სპორტული ზედები ონლაინ
ჩვენთან ნებისმიერ სპორტის ენთუზიასტს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია საყვარელი აქტივობისთვის მაქსიმალურად კომფორტული სპორტული ზედის შერჩევა. მაგალითად, ონლაინ დაგხვდება მსუბუქი და სუნთქვადი მასალისგან დამზადებული კაცის სპორტული ზედა ცხელი სეზონისთვის, ისე თბილი ფლისები და ჰუდები მათთვის, ვინც ზამთარშიც კი გარეთ ვარჯიშს ამჯობინებს.
მოდელების შერჩევისას მთავარი პრიორიტეტი კომფორტი და მოძრაობის თავისუფლება იყო. ჩვენს კოლექციაში მოხვდა მხოლოდ ისეთი ბავშვის, კაცისა თუ ქალის სპორტული ზედები, რომლებიც ერთნაირად კარგად კომფორტულია როგორც მსუბუქი კარდიოს, ისე ინტენსიური წონებით ვარჯიშისთვის. ამასთან, სტილი მაქსიმალურად თანამედროვე და უნივერსალურია, ამიტომ ზოგიერთი მოდელი თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო ყოველდღიური საქმეებისთვის, თუნდაც სამსახურში სიარულისას.
ჩვენთან მარტივად ააწყობ სრულ სპორტულ ეკიპირებას ერთ სივრცეში. არჩეულ ზედას შეგიძლია მარტივად შეუხამო, მაგალითად, მსუბუქი სპორტული ქურთუკი და სპორტული შარვალი შედარებით გრილ სეზონზე, ან მსუბუქი, სუნთქვადი მასალისგან დამზადებული სავარჯიშო შორტი ისეთ დღეებში, როცა ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებს. თუ ცალკეული ნივთების შეხამებას მზა გადაწყვეტას ამჯობინებ, შეგიძლია ერთიანი სპორტული ორეულიც შეიძინო. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ შესაფერისი სპორტული ფეხსაცმლის შერჩევაღა დაგჭირდება.
თუ დარწმუნებული არ ხარ ზომის თუ ფერის არჩევანში, ჩვენს ვებსაიტზე შოპინგისას გაქვს საშუალება ისარგებლო სრულიად ინოვაციური სერვისით „მოირგე“. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი. როცა კურიერი შეკვეთას მოგიტანს, ადგილზე 20 წუთი დაგელოდება. შენ ნახავ, როგორ გერგება ყველა არჩეული ნივთი და, საბოლოოდ, იტოვებ მხოლოდ იმას, რომელიც ყველანაირად გაკმაყოფილებს. ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.