Dressup.ge-ის 2023 წლის საახალწლო კამპანიის მთავარი მესიჯი ის არის, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც, ჩვენი რეალური ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ერთნაირად უხარია ახალი წელი, მიღებული საჩუქრები და ყოველთვის აღაფრთოვანებს ამ დღის ჯადოსნურობა.
ჩვენი კამპანიის მთავარი გმირი, ნანა ბებო, მასში მცხოვრებ პატარა გოგოსთან დაკავშირებას ტანსაცმლის საშუალებით ახერხებს. ახალგაზრდულად ჩაცმა და საკუთარი თავის თინეიჯერ გოგოში დანახვა მას ეხმარება ახალი წლის სიხარულის ისევ ისე განცდაში, როგორც ბავშვობაში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მცირე ენერგია გვაქვს შემორჩენილი, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ ძალა და მივცეთ ჩვენს შინაგან ბავშვს იმის უფლება, რომ გულწრფელად და ბავშვურად უხაროდეს. ახალი წელი კი საუკეთესო დროა ამის დასაწყებად.
იხილეთ ვიდეო: ჩაიფიქრე, დაიჯერე, შექმენი შენი ახალი წელი!