დაუბრუნდი შენს სივრცეს

სექტემბერში რაღაც იცვლება. შეიძლება ჯერ კიდევ თბილა და ზაფხულიც ბოლომდე არ დამთავრებულა, მაგრამ დღის რიტმი უკვე სხვანაირია.

დილით ისევ ადრე ვდგებით, სამუშაოსა და სწავლის გრაფიკი თავიდან ივსება, სამზარეულოშიც უფრო ხშირად ვამზადებთ რამეს და საღამოს საკუთარი სივრცისკენ დაბრუნება ისევ დღის სასიამოვნო ნაწილად იქცევა.

ალბათ, ამიტომაც გვიჩნდება ამ დროს რაღაცის შეცვლის სურვილი. არა აუცილებლად სრულიად ახალი ინტერიერის, არამედ პატარა ცვლილებების, რომლებიც გვაგრძნობინებს, რომ ახალი სეზონისთვის მზად ვართ.

ხანდახან ამ შეგრძნებისთვის ერთი ახალი ნივთიც საკმარისია. ისეთი, რომელსაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ და რომელიც ჩვენს სივრცესთან ერთად ჩვენს რუტინასაც შეცვლის.

სამუშაო მაგიდასთან დაბრუნება

ზაფხულის განმავლობაში სამუშაო მაგიდა შეიძლება მივიწყებული დარჩეს. სექტემბერში კი ისევ იქ ვბრუნდებით. ისევ გვჭირდება ლეპტოპი, ჩანაწერები, შეხვედრები, დავალებები და ის საქმეები, რომლებსაც ზაფხულში გვერდზე გადავდებთ.

ამიტომ ახლა კარგი დროა, სამუშაო კუთხესაც გადავხედოთ. დავტოვოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, მოვაშოროთ დაგროვილი წვრილმანები და დავამატოთ ისეთი დეტალები, რომლებიც სივრცეს უფრო სასიამოვნოს გახდის.

ახალი ბლოკნოტი ხშირად სწორედ ასეთი პატარა დასაწყისია. ცარიელი გვერდები ყოველთვის აღვიძებს სურვილს, რომ რაღაც ახალი დავწეროთ. კარგი სანათი კი საღამოს მუშაობას ან კითხვას უფრო კომფორტულს ხდის. როცა ნივთებს მხოლოდ მათი ფუნქციით არ ვარჩევთ და მათ ხასიათსაც ვაქცევთ ყურადღებას, სამუშაო სივრცეც უფრო მეტად გვეკუთვნის და ჩვენს განწყობასა და ხასიათს გამოხატავს.

ჩვევები, რომლებსაც ხშირად ვიმეორებთ

ზოგჯერ ყველაზე კარგად და სასიამოვნოდ სწორედ პატარა ჩვევები გვამახსოვრდება. დილის ყავა ერთი და იმავე ჭიქით, წიგნის რამდენიმე გვერდი ძილის წინ, თერმოსი, რომელიც დილით სახლიდან გაგაქვს და საღამოს ისევ სამზარეულოში ბრუნდება.

სექტემბერი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ასეთ ჩვევებს თავიდან მივუბრუნდეთ. შეიძლება ამაში ახალი ჭიქა, ყავის მოსამზადებელი ნივთი ან უბრალოდ საყვარელი წიგნიც დაგვეხმაროს.

სამზარეულო ისევ დღის ნაწილია

ზაფხულში სამზარეულოსთან ჩვენი ურთიერთობაც იცვლება ხოლმე. გარეთ მეტ დროს ვატარებთ, მსუბუქი კვება, სპონტანური გეგმები და ნაკლები წინასწარ დაგეგმილი სადილიც ყოველდღიურობის ნაწილია.

სექტემბერში კი ისევ გვჭირდება ის სამზარეულო, რომელიც ჩვენს გეგმებს მიჰყვება. კვლავ მნიშვნელოვანია დილის საუზმე, სამსახურში წასაღები ლანჩი, სახლში მომზადებული სადილი და ის საღამოები, როცა მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ვუმასპინძლდებით. ბევრისთვის, შეიძლება, სწორედ ამაში იყოს ახალი სეზონის ხიბლი: შეგეძლოს ნაცნობ საქმეებშიც რაღაც ახალი აღმოაჩინო.

შინ დაბრუნება

სახლში დაბრუნების შეგრძნებას ხშირად სწორედ დეტალები ქმნის. რბილი პლედი, დეკორატიული ბალიში, თბილი განათება თუ ლარნაკი.

საძინებლის ან მისაღების განახლებისთვის სულაც არ არის საჭირო ბევრი ნივთის დამატება. პირიქით, ზოგჯერ ერთი ახალი დეტალი საკმარისია იმისთვის, რომ უკვე ნაცნობ ოთახს სხვანაირად შეხედო.

სივრცე, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის

სექტემბრის დატვირთულ დღეებში საკუთარი დრო კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. სწორედ ამიტომ ღირს სახლში ისეთი ადგილის დატოვება, რომელიც არაფერს გთხოვს.

იქ შეგიძლია იკითხო, დახატო, ფაზლი ააწყო, მუსიკას მოუსმინო ან უბრალოდ მშვიდად გაატარო დრო. ეს შეიძლება ცალკე ოთახი არც იყოს. ფანჯარასთან მდგომი სავარძელი, სამუშაო მაგიდის პატარა ნაწილი ან საწოლის გვერდით დარჩენილი კუთხეც საკმარისია.

ახალ სეზონზე შეიძლება ბევრი რამ თავიდან იწყებოდეს, მაგრამ ხშირად ყველაზე სასიამოვნო ახალი დასაწყისი სწორედ ნაცნობ სივრცეში დაბრუნებაა.

რადგან სივრცეს სახლად სწორედ ის ნივთები და დეტალები აქცევს, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ერგება, ახალი სეზონისთვის საჭირო დეტალები აღმოაჩინე Dressup Home-ზე.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას