იტალიური და ფრანგული ფეხსაცმლის წარმოების ხელოვნება - POEVE და Jonak
ჩვენი სტილის სრულყოფაში მნიშვნელოვან როლს ფეხსაცმელი ასრულებს. გარდა ვიზუალისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ფეხსაცმლის ის მოდელი შევარჩიოთ, რომელიც კომფორტული იქნება, დღის განმავლობაშიც არ შეგვაწუხებს და დროსაც გაუძლებს.
Poeve და Jonak სწორედ ისეთი ბრენდებია, რომლებიც სტილსა და კომფორტს იდეალურად აერთიანებს. ტყავისგან შექმნილი მოდელები და დახვეწილი დეტალები მათ ფეხსაცმელს ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
POEVE - ოჯახური იდეიდან გლობალურ ბრენდამდე
ბრენდი იტალიაში, 2012 წელს, ოჯახმა დაარსა და დღეს მას მამა-შვილი - გაბრიელე და სებასტაინო მართავენ. მიუხედავად 14 წლიანი არსებობისა, პოევე მალევე გახდა გლობალური მასშტაბის.
ფეხსაცმლის დასამზადებლად იტალიურ ტყავსა და ფეხსაცმლის წარმოების იტალიურ ხელოვნებას იყებენებ - ალბათ, ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ფეხსაცმელი დროსაც უძლებს და მოდის ცვალებადობასაც.
ბრენდის პორტფოლიოში აღმოაჩენ ლოფერს, დახურულ თუ ღია სანდალს, ბალერინას და მათ შორის, ბათინკსაც. მთავარი დეტალი, რაც თითოეულ მოდელს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს, ქუსლის დიზაინია - კერძოდ, ტრაპეციის, ქვიშის საათისა თუ სხვა გეომეტრიული ფორმების შთაგონებით შექმნილი სილუეტები. Poeve ის ბრენდია, რომელიც ფერებსა და პატერნებს არ უშინდება, ამიტომ ჩვენს კოლექციებში იპოვი შინდისფერ, მწვანე, თუ ყვითელ მოდელებს.
Jonak - 1964 წელს დაწყებული ისტორია
1964 წელს, პარიზში, ცოლ-ქმარმა მერსელმა და ჯოზეტემ შექმნეს ბრენდი, რომელიც Jonak-ის სახელითაა ცნობილი. მასალის ხარისხი და წარმოების ხელოვნება ის თვისებებია, რამაც 60-წლიანი ისტორიის ბრენდი თანამედროვეობამდე მოიყვანა. ფეხსაცმელები ძირითადად ევროპაში - პორტუგალაიში, ესპანეთსა და იტალიაში იწარმოება, რაც ევროპული ხელოსნობის სანდოობით იხსნება. ფეხსაცმლის დასამზადებლად კი ნატურალურ ტყავს იყენებენ, რაც ფეხსაცმლის გამძლეობაში ითარგმნება.
ბრენდის კოლექციებში დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს შეხვდებით - ფერებს შორის ჭარბობს შავი და თეთრი, თუმცა ბრენდი ყურადღების მიქცევას პატარა საინტერესო დეტალებითა და სილუეტებით ცდილობს. მათ კოლექციაში აუცილებლად იპოვი ნივთს, რომელიც შენი სტილის განსაკუთრებულ ნაწილად იქცევა.
POEVE-ისა და Jonak-ის შეძენას საქართველოში ონლაინ - Dressup.ge-ზე შეძლებ. აღმოაჩინე მათი მრავალფეროვანი კოლექცია და შეარჩიე სასურველი მოდელი შენთვის ან საჩუქრად - თან, გაითვალისწინე, შეგიძლია მოირგეს სერვისით ისარგებლო, ფეხსაცმელები შინ მოირგო და მხოლოდ იმ მოდელების საფასური გადაიხადო, რომლებსაც დაიტოვებ.