- ახალი
The Fashion Book – „მოდის ბიბლია,“ – Vogue.
გლობალური ბესტსელერი, რომელიც ანბანურ რიგზე (A-Z) წარმოგიდგენთ მოდის ინდუსტრიის 500-ზე მეტ ყველაზე დიდ სახელს. Phaidon-ის საკულტო გამოცემა „The Fashion Book“ სრულიად ახლებურად გვაჩვენებს მოდის სამყაროს და იმ ადამიანებს, ვინც ის შექმნა და შთაგონებად აქცია. წიგნი მოიცავს თითქმის 200-წლიან პერიოდს და მასში სრულად არის წარმოდგენილი მთელი მოდის ინდუსტრია: დიზაინერებიდან და ფოტოგრაფებიდან დაწყებული, სტილისტებით, კრეატიული დირექტორებით, რედაქტორებითა და მსხვილი რითეილერებით დასრულებული.
დეტალები:
• გაყიდვაში დაბრუნებული წიგნი წარმოდგენილია ახალი, დახვეწილი და შიკ ფერების ყდით, რომელიც ასახავს მოდის თანამედროვე ლანდშაფტის ამაღელვებელ ცვლილებებს
• მკითხველი აღმოაჩენს იმ მნიშვნელოვან სახელებს, რომლებმაც ბოლო წლებში ფუნდამენტურად შეცვალეს ჩვენი ხედვა მოდაზე, მათ შორის: ვირჯილ აბლო (Virgil Abloh), გოშა რუბჩინსკი (Gosha Rubchinskiy), ალესანდრო მიკელე (Alessandro Michele), გავლენიანი ფოტოგრაფი პეტრა კოლინზი (Petra Collins), დიზაინერი და თანამედროვეობის ხატი რიანა (Rihanna) და ლეანდრა მედინი (Leandra Medine)
• თანამედროვე ვარსკვლავებთან ერთად, წიგნში თავის საპატიო ადგილს იკავებენ მოდის ისეთი პიონერები, როგორებიც არიან კოკო შანელი (Coco Chanel), ისეი მიაკე (Issey Miyake), ქეით მოსი (Kate Moss), ერდემი (Erdem) და რიჩარდ ავედონი (Richard Avedon)
• წიგნში თითოეული ავტორი თუ ბრენდი დალაგებულია ანბანის მიხედვით. თითოეულ მათგანს ეთმობა სრული გვერდის მოცულობის ილუსტრაცია/ფოტო და მოკლე, ადვილად წასაკითხი ტექსტი, რომელიც დეტალურ ინფორმაციასა და კონტექსტს გადმოგცემთ
- გამომცემლობა
- Phaidon
- ISBN
- 9781837290406
- ენა
- ინგლისური
- ყდა
- მაგარი
- გვერდების რაოდენობა
- 584
- ბრენდი
- New Mags
- ბრენდის ქვეყანა
- დანია
- ფერი
- სხვადასხვა
- ზომა
- 25.5 x 5.5 x 29.5 სმ/CM
- კატეგორია
- დეკორი
- ქვეკატეგორია
- წიგნი
- წონა
- 3.6