ქალის საათი ონლაინ

მაჯის საათს უკვე დიდი ხანია ფუნქციის გამო არ ატარებენ. 21-ე საუკუნეში დროის ნახვა მობილურზეც შეიძლება. დღეს მაჯის საათი პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რომელსაც ხშირად ლუქისთვის განსაკუთრებული იერის შესამატებლად იკეთებენ. 

სწორად შერჩეული საათი ხშირად, სამკაულზე მეტადაც მეტყველებს მფლობელის გემოვნებაზე. მასალები (ტყავი თუ მეტალი) ფერები (კლასიკური შავი ან ოქროსფერი თუ ხალისიანი წითელი, მწვანე ან ლურჯი), გაფორმება (სადა თუ კრისტალებით მოოჭვილი) - ამ დეტალების შენი გემოვნების შესაბამისად კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა ინდივიდუალური სტილისთვის ხაზის გასასმელად. ონლაინ მაღაზია dressup.ge-ზე კი აღმოაჩენ ათობით მოდელს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციებიდან. ჩვენთან მარტივად იპოვი მოდელს, რომელიც შენს პერსონალურ სტილს მოერგება და განსაკუთრებულ შტრიხს შემატებს ყველაზე მარტივ, ყოველდღიურ ლუქსაც კი.

როგორ შევარჩიოთ იდეალური ქალის საათი?

თუ ახალი ქალის საათის ყიდვა გაქვს გეგმაში, მნიშვნელოვანია არ იჩქარო და არჩევანს გულისყურით მოეკიდო. თუმცა ხშირად არჩევის პროცესი ძალიან დამღლელია: გიწევს მაღაზიაში მიხვიდე, მოდელებს ადგილზე გაეცნო, მოიზომო, წარმოიდგინო როგორ შეეხამება შენს ტანსაცმელსა თუ სამკაულებს და ა.შ. 

ჩვენ ვეცადეთ ეს პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა. კოლექციას შეგიძლია პირდაპირ ვებსაიტზე გაეცნო და შენს გარდერობს შეუხამო. შემდეგ კი ისარგებლო ჩვენი უნიკალური სერვისით „მოირგე“ - შეუკვეთო ერთდროულად 10-მდე მოდელი, რომელიც, თვლი, შენს სტილს ყველაზე უკეთ შეესაბამება. კურიერი მათ ადგილზე მოგიტანს, შენ მოიზომებ და გადაიხადი მხოლოდ იმ მოდელის საფასურს, რომელსაც იტოვებ. დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

როგორ საათს ეძებ? გინდა მინიმალისტური, ვერცხლისფერი დიზაინი ყოველდღიურად ოფისში სატარებლად თუ თვლებით გაწყობილი, მდიდრული მოდელი რომელსაც განსაკუთრებულ სიტუაციებში გაიკეთებ? სწორად შერჩეული ქალის მაჯის საათი შენი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდება. მოეკიდე მაჯის საათს, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას, რომელმაც სხვა აქსესუარებთან ერთად ტანდემში უნდა იმუშავოს სრულყოფილი ლუქის შესაქმნელად.

შექმენი შენი უნიკალური სტილი. ჩვენს კატალოგში აღმოაჩენ დახვეწილი ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან. დააგროვე ქულები Dressup ბარათით, ისარგებლე უფასო მიტანით მთელი საქართველოს მასშტაბით და გახადე შოპინგი სასიამოვნო გამოცდილება.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას