ქამარი
მამაკაცის ქამარი ონლაინ
ქამარი მამაკაცის გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია. მას უპირველეს ყოვლისა პრაქტიკული ფუნქცია აკისრია. მაგრამ თუ სწორად შეარჩევ მოდელს და შენს ინდივიდუალურ სტილს მოარგებ, ესთეტიკური კუთხითაც გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი გახდება.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის მამაკაცის ქამრების გამორჩეულ კოლექციას. ჩვენ ერთ სივრცეში შევკრიბეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების 100% ორიგინალი პროდუქცია. აქ აღმოაჩენ ისეთ სახელებს, როგორც BOSS, Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein და სხვა.
შეიძინე ბრენდული მამაკაცის ქამრები ონლაინ
ნებისმიერი ლუქი, საუკეთესო ხარისხის კაცის ტანსაცმლისგან შექმნილიც კი, კიდევ უფრო გამორჩეულია, როცა შესაბამისი აქსესუარებით არის გაფორმებული. თუ შენთვის მნიშვნელოვანია გემოვნებიანად გამოიყურებოდე, მაგრამ აქსესუარებით თავის დატვირთვა არ გიყვარს, მაშინ ქამარი შენი გარდერობის საუკეთესო დანამატი გახდება. მას პირველ რიგში პრაქტიკული ფუნქცია აკისრია, მაგრამ თუ შარვალსა და ქამარს ერთმანეთს სწორად შეუხამებ, იმიჯს მომენტალურად უფრო სრულყოფილ, მოწესრიგებულ სახეს მისცემ.
თუ მკაცრი, ოფიციალური სტილის მიმდევარი ხარ კლასიკური, ფართო ტყავის ქამარი შეუცვლელია. ის უფრო სოლიდურ იერს ანიჭებს ყველაზე უბრალო შარვალ-პერანგის კომბოსაც კი, და იდეალურად ეხამება კლასიკურ კაცის ფეხსაცმელს. ხოლო თუ თავისუფალი, სპორტული ან ურბანული ლუქი მოგწონს, შეგიძლია გაამდიდრო ტექსტილის ან დაწნული მოდელით. ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი ორიგინალი ბრენდული ქამრები მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აქსესუარმა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ შენი გარდერობისთვის ახალი შტრიხების დამატება მაქსიმალურად მარტივი იყოს. დაათვალიერო ჩვენი კაცის აქსესუარების კატალოგი და მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით შეარჩიე ზუსტად ის ფერი, დიზაინი და მასალა, რომელიც შენს გარდერობს ყველაზე მეტად მოუხდება. ხოლო თუ ზომაში ან ფაქტურაში ეჭვი გეპარება, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური სერვისით - „მოირგე“. გამოიწერე 10-მდე ნივთი (განსხვავებული მოდელი თუ ზომა). კურიერი შეკვეთას სახლში მოგიტანს და ადგილზე 20 წუთი დაგელოდება, სანამ იზომებ. საბოლოოდ, აანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი დააბრუნებს.