მამაკაცის მაისურები და პოლოები ონლაინ

კლასიკური მაისური მამაკაცის გარდერობის უცვლელი საბაზისო დეტალია. კარგი ჭრისა და სტილის ზედატანი, მაგალითად კლასიკური პოლო, ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტისა და თავდაჯერებულობის გარანტიას გაძლევს და, თან, საშუალებას გაძლევს, მინიმალური ძალისხმევით მაინც ეფექტურად გამოუყურებოდე.

თუ კლასიკური მაისური თავისუფლებასთან და ურბანულ სტილთან ასოცირდება, პოლო მაისური იდეალური შუალედია ფორმალურსა და ყოველდღიურ სამოსს შორის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს ათასზე მეტ ორიგინალი მოდელს მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდებისგან, მათ შორის Lacoste, Tommy Hilfiger, Gant, BOSS, Calvin Klein და Guess.

შეიძინე ონლაინ მაისური ან პოლო

ჩვენთან წარმოდგენილი თითოეული ბრენდი საკუთარ, უნიკალურ სტანდარტს გთავაზობს. ზოგის კოლექციაში აღმოაჩენ პრემიუმ ხარისხის პიმა-ბამბის მაისურებს, ზოგის - კლასიკური პიკე ფაქტურის პოლოებს, ზოგი კი უფრო საშუალო და გარდამავალი სტილის, უფრო თავისუფალ ან ნაკლებად ფორმალურ მოდელებს.

ჩვენი კაცის ტანსაცმლის კოლექცია სწორედ იმაზეა გათვლილი, მაქსიმალურად მრავალმხრივი არჩევანი შემოგთავაზოს, რათა ადვილად შეძლო შენი გარდერობის პერსონალიზება. ჩვენთვის მასალის გამძლეობა და ფერების მდგრადობა უმთავრესი პრიორიტეტია. არ აქვს მნიშვნელობა, მინიმალისტური დიზაინი გიზიდავს თუ თამამი პრინტები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვერგოთ შენს პერსონალურ სტილს და შემოგთავაზოთ მოდელები, რომელიც შენს ხასიათს საუკეთესოდ გამოხატავს.

სრულყოფილი იმიჯის შესაკვრელად მნიშვნელოვანია, რომ სამოსს სწორად შეუხამო აცის ფეხსაცმელი. პოლოს სტილის მაისური ამ მხრივ განსაკუთრებით მოხერხებულია, რადგან მას შეგიძლია თავისუფლად დაუწყვილო როგორც კედები და ბოტასები, ისე უფრო გარდამავალი სტილის ესპადრელები თუ ფორმალური ლოფერები. გარდერობისთვის მეტად პერსონალიზებული სახის მისაცემად კი აუცილებლად გაითვალისწინე პატარა დეტალები. ჩვენს კაცის აქსესუარების კოლექციაში დაგხვდება ტრენდული სათვალეების, ქამრების, ქუდებისა თუ ჩანთების დიდი არჩევანი. შენს სტილს სრულ სახეს სწორედ ეს ელემენტები მისცემს.

Dressup.ge-ზე შოპინგი მაქსიმალურად მოსახერხებელია. ჩვენი ინოვაციური სერვისი „მოირგე“ საშუალებას გაძლევს, სახლიდან გაუსვლელად მოიზომო მოწონებული მოდელები. კურიერი თბილისის მასშტაბით 10-მდე გამოწერილ ნივთს პირდაპირ სახლში მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ იზომებ. საბოლოოდ, შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელთა დატოვებსასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი დაიბრუნებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას