კაცის ჯინსები ონლაინ

ჯინსი მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და, ამავდროულად, სიმბოლური სამოსია. ამერიკული ჯინსები თავის დროზე მუშებისთვის შეიქმნა - მაღაროელებისთვის, კოვბოებისა და ფერმერებისთვის. დენიმის მთავარი დანიშნულება იყო დატვრითვისთვის გაეძლო. მაგრამ დროთა განმავლობაში ჯინსი თავისუფლების სიმბოლო გახდა - მოდაში თუ მის გარეთ. ის უკვე ათწლეულებია რაც ყველა სტილის ადამიანის გარდერობში ინარჩუნებს აქტუალობას. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს ასობით მოდელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ავითარებდნენ ჯინსის წარმოების ტრადიციას.

ჩვენს კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოდის სახლებს, სადაც დენიმის წარმოების კულტურა უმაღლეს სტანდარტებზეა: Levi’s, Lee, Wrangler, Calvin Klein Jeans, Tommy Jeans, Gant, Mavi და ა.შ. ხარისხიანი ჯინსის შარვალი დროსთან ერთად უკეთესი ხდება, იძენს ინდივიდუალურ იერს და მფლობელის სხეულზე დგება, რაც მაქსიმალური კომფორტის გარანტიაა, მიუხედავად იმისა, არჩევანს მკაცრად სტრუქტურირებულ ფიტზე შეაჩერებ თუ უფრო თავისუფალ, თანამედროვე მოდელებზე.

შეიძინე საუკეთესო მამაკაცის შარვლები ონლაინ Dressup.ge-ზე

დენიმის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ნებისმიერი სტილის ლუქში შეიძლება ჩაჯდეს, მათ შორის კლასიკურშიც კი - მთავარი სწორი მოდელის შერჩევაა. მაგალითად, კლასიკური ლევისის ჯინსები შეგიძლია დააწყვილო როგორც სპორტულ ჰუდებთან, ისე უფრო ფორმალურ პიჯაკებთან.

ზოგადად, ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული მამაკაცის ტანსაცმელი ისეა შერჩეული, რომ სხვადასხვა კატეგორიის ნივთები ჰარმონიულად ეხამებოდეს ერთმანეთს. მთავარია შენ გადაწყვიტო, როგორი იმიჯის შექმნა გსურს და შემდეგ შესაბამისად დაუწყვილო მოდელები ერთმანეთს. მაგალითად, ჯინსის შარვალი შეიძლება იყოს როგორც დახვეწილი, ისე სპორტული იმიჯის საკვანძო ელემენტი. უბრალოდ დაუწყვილე სწორად შერჩეული კაცის ფეხსაცმელი - სწორტოტებიან, შავ ჯინსთან კლასიკური ოქსფორდები დახვეწილ ლუქს ქმნის, ხოლო თავისუფალ ლურჯ დენიმთან მსუბუქი კედების დაწყვილება ალბათ ყველაზე სტანდარტული სპორტული ლუქია ისტორიაში. საერთო შთაბეჭდილებას კი ყველაზე უკეთ სწორად შერჩეული კაცის აქსესუარები განსაზღვრავს: ჩანთა, ქამარი და სათვალე იერს უფრო გააზრებულსა და დასრულებულს ხდის.

ჩვენთვის პრიორიტეტულია შოპინგისას მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ჯინსის ონლაინ შეძენას ბევრი უფრთხის, რადგან არ იცის რამდენად მოერგება ესა თუ ის მოდელი. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თბილისის მასშტაბით, კურიერი ადგილზე მოგიტანს 10-მდე რჩეულ მოდელს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ იზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლებსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას