კაცის ოქსფორდები ონლაინ

ოქსფორდი მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმლის სტილის მეფედ ითვლება, რომელსაც, როგორც წესი, ფორმალურ გარემოში იცვამენ. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ე.წ. „დახურული თასმაა“ (Closed Lacing), სადაც თასმის გასაყრელი ნასვრეტებიანი პანელები ფეხსაცმლის წვერის ქვეშ არის მოქცეული. ეს ქმნის პანელების V-ს ფორმის, ერთმანეთზე მყარად მიდგმულ კონსტრუქციას და ოქსფორდს სუფთა, მკაცრ სილუეტს აძლევს,

ოქსფორდები იდეალური არჩევანია ოფიციალური შეხვედრებისთვის, საქმიანი გარემოსთვის და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. კლასიკურად უხამებენ ოფიციალურ კოსტიუმს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ოქსფორდების ფართო არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის: Fabi, Doucal’s, Henderson, Sturlini, Tommy Hilfiger, Calvin Klein და ა.შ. თითოეული მოდელი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რაც გარანტირებულ გამძლეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

შეიძინე საუკეთესო მამაკაცის ოქსფორდები ონლაინ Dressup.ge-ზე

ხარისხიანი ტყავის ფეხსაცმელი კაცის გარდერობში უმთავრეს ადგილს იკავებს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ერთგულად გემსახუროს. თუ ნამდვილად ხარისხიანი ტყავისგანაა დამზადებული, მაშინ ოქსფორდი დროსთან ერთად სრულიად შენი ფეხის ფორმას უნდა მოერგოს და ისეთივე კომფორტული იყოს სატარებლად, როგორც სპორტული ფეხსაცმელი. ნატურალური ტყავის გარდა, კოლექციაში შეხვდებით ზამშის ოქსფორდებსაც, რომლებსაც შედარებით რბილი და თანამედროვე სტილის მოყვარული მამაკაცები ანიჭებენ უპირატესობას. სტილისტური თვალსაზრისით, ოქსფორდი უკვე მრავალი წელია რაც ფორმალური სიტუაციებისთვის აუცილებელ დეტალად ითვლება.

თუმცა მამაკაცის ფეხსაცმლის კოლექციას ჩენი პლატფორმისთვის ისე ვარჩევთ, რომ ნებისმიერი სტილის კაცის ტანსაცმელი - იქნება ეს მკაცრი კლასიკური კოსტიუმი თუ ჩინო შარვალი - იდეალურად დაუწყვილდეს. იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სიტუაცია ნაკლებად ფორმალურ, მაგრამ მაინც ელეგანტურ ფეხსაცმელს მოითხოვს - საუკეთესო გამოსავალია ლოფერი, ხოლო ცხელი სეზონისთვის სიტუაციის მიუხედავად შეუცვლელი იქნება კლასიკური სანდალი.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ შოპინგი მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს. ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თუ ნივთის გამოწერას ყოყმანობ, იმიტომრ, რომ არ იცი რომელი ზომა ან მოდელი გექნება ყველაზე კარგად, ახლა ეს პრობლემა აღარ არის. შეუკვეთე 10-მდე ნივთი და კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. შემდეგ, სანამ შენ მოიზომებ, 20 წუთი დაგელოდება. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას