რა ჩავიცვათ ქორწილში?
ქორწილის მოსაწვევი უკვე გაქვს, ლუქი კი ჯერ არ აგირჩევია? თუ დრეს-კოდზე წინასწარ არ გაგაფრთხილეს, ეცადე ღონისძიების ფორმატი, სეზონი და ლოკაცია გაარკვიო. დანარჩენში კი შეგიძლია შენს გემოვნებას ენდო.
თუ წყვილი პომპეზურ, კლასიკურ საღამოს გეგმავს, მაშინ უფრო დახვეწილი ლუქი შეარჩიე, ხოლო თავისუფალი ფორმატის ქორწილში, რომელიც მეგობრულ შეკრებას უფრო ჰგავს, შეგიძლია უფრო ინდივიდუალური და ორიგინალური კომბინაცია შექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია იპოვო ბალანსი შენს ინდივიდუალურ სტილსა და წვეულების ფორმატს შორის.
ლუქი გარემოსაც უნდა ერგებოდეს და დროის მხიარულად გატარებაშიც არ შეგიშალოს ხელი. Dressup.ge-ის ონლაინ მაღაზიაში შეძლებ ყველა სტილის ღონისძიებისთვის შესაფერისი ლუქი უმოკლეს დროში ააწყო.
როგორ შევარჩიოთ ქორწილისთვის შესაფერისი სამოსი?
მოსაწვევზე ჩაცმის სტილის მითითება დიდი ხანია გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთ შემთხვევაში სტუმრებმა წინასწარ იციან დრეს-კოდი და ქორწილისთვის სამოსის შერჩევაც მარტივია. მაგრამ დღეს ბევრი წყვილი უფრო თავისუფალ მიდგომას ირჩევს, ამიტომ ჯობია, მაღალია ალბათობა, ლუქის აწყობა მინიშნებების გარეშე მოგიწიოს.
უპირველესად, გაითვალისწინე, ღონისძიება დღისით იმართება თუ საღამოს, დახურულ თუ ღია სივრცეში, და ასევე, როგორ გარემოში. კლასიკურ რესტორანში საღამოს გამართულ წვეულებას თავისი დრეს-კოდი აქვს, შუადღით ღია სივრცეში კი - სხვა.
ფორმალური საღამოსთვის სჯობს უფრო კლასიკური სილუეტები აირჩიო, დღის ღონისძიებაზე ქორწილის სტუმრის ჩაცმულობა კი, როგორც წესი, სადღესასწაულო, მაგრამ თავისუფალი ხასიათისაა.
რა ჩაიცვას ქალმა ქორწილში?
დღეს საღამოს წვეულების შემთხვევაშიც კი შეგიძლია მოირგო როგორც კლასიკური კაბა, ისე საღამოს დახვეწილი კოსტიუმი, კომბინიზონი ან პიჯაკისა და კლასიკური შარვლის კომბინაცია. აი თარგი და მასალები კი უკვე ღონისძიების ფორმატზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ქორწილში, ფორმატისა და სტილის მიუხედავად, სადღესასწაულო კაბები დრესკოდის მიხედვით შეარჩიე, კაბების სილუეტი და სიგრძე კი უკვე წვეულების ფორმატის გათვალისწინებით. ფორმალური საღამოსთვის საშუალო ან კოჭებამდე სიგრძის მოდელი მოსინჯე, უფრო თავისუფალი დღის ცერემონიისთვის კი მოკლე კოქტეილის კაბაც შეგიძლია ჩაიცვა.
მაგრამ თუ კაბის ჩაცმა არ გინდა? სცადე აბრეშუმის კოსტიუმი, ლამაზი ბლუზა კლასიკურ შარვალთან ან თუნდაც ელეგანტური კომბინიზონი.
ფეხსაცმელი ტანსაცმელს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა ადგილისა და ღონისძიების ხანგრძლივობაც მნიშვნელოვანია. დახურულ სივრცეში ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის კარგად გამოიყურება, ხოლო ბაღში ან ეზოში გამართულ ცერემონიას კი დახვეწილი ბრტყელძირიანი სანდალი ან სულაც ბალერინა ფეხსაცმელი შესაძლოა ბევრად უფრო მოუხდეს.
რა ჩაიცვას მამაკაცმა ქორწილში?
ფორმალური სტილის ქორწილისთვის კოსტიუმი შეუცვლელ არჩევნია. თუმცა, დღეს თუ მკაცრი დრეს-კოდის დაცვა არ მოგეთხოვება, ფერი და მასალა უკვე შენი გემოვნებით შეგიძლია შეარჩიო. თავისუფალი ღონისძიებისთვის უმჯობესია სხვადასხვა სტილის პიჯაკი, პერანგი და შარვალი შეუხამო ერთმანეთს.
შედარებით„ თავისუფალი ფორმატის ქორწილში შეგიძლია აირჩიო ღია ფერის და მსუბუქი ქსოვილის (მაგალითად, ტილოს) მამაკაცის პიჯაკი და შეუხამო მკვეთრი ფერის პერანგს. საღამოს ღონისძიებისთვის კი, ბევრი უფრო მუქი ტონის კლასიკურ პიჯაკსა და ღია პერანგებს ირჩევს. თუმცა დღეს ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. ღია ტონების და მყვირალა ფერის კოსტიუმი უკვე საღამოს ღონისძიებებზეც აღარაა იშვიათობა.
თუ ფორმატი ამას გკარნახობს, შეგიძლია ჰალსტუხიც დაამატო. დღეს ეს აუცილებელი ელემენტი აღარაა, მაგრამ შეგიძლია კლასიკური ლუქის მეტად პერსონალიზაციისთვის გამოიყენო. თუ დრეს-კოდი მკაცრად კლასიკური არაა, განსაკუთრებით კარგი არჩევანი იქნება ხასხასა ფერებითა და მხიარული პრინტებით გაფორმებული ჰალსტუხი.
კლასიკურ კომბინაციას, როგორც წესი, უხამებენ სადა დიზაინის მამაკაცის ფეხსაცმელს, მაგალითად ოქსფორდებსა და ლოფერებს. თბილ სეზონზე ასევე კომფორტული ვარიანტია ესპადრელები. ხოლო თუ ღონისძიება ღია სივრცეში იმართება, შეგიძლია შედარებით სადა, ერთფერი სპორტული ფეხსაცმელიც მოირგო.
რა გავითვალისწინოთ ლუქში სეზონისა და ქორწილის ადგილის მიხედვით
როცა ვარჩევთ, რა ჩავიცვათ ზაფხულის ქორწილში, ყოველთვის ჯობია ის ტრენდები გავითვალისწინოთ, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება. ზაფხულს უყვარს მსუბუქი ქსოვილი, თავისუფალი სილუეტი და ღია ფერები. თუ წვეულება დღისით იმართება, მსუბუქი კოქტეილის კაბა ან ტილოს კოსტიუმი შესანიშნავი არჩევანია. თუ ღონისძიება ღია სივრცეში იმართება და დიდი დრო უნდა გაატარო ფეხზე, ეცადე აარჩიო ისეთი სამოსი, რომელშიც თავისუფლად იმოძრავებ.
ცივ სეზონზე კი, ბუნებრივია, უფრო მკვრივი ქსოვილი და დახურული ფეხსაცმელი დაგჭირდება. თუ სიგრილის მიუხედავად, წვეულება ღია სივრცეში იმართება, მოსაცმელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლუქის სრულფასოვანი ელემენტი იქნება. ელეგანტური პიჯაკი ან თბილი შალის შარფი მხრებზე შემოსახვევად ლუქს ბუნებრივად შეავსებს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ჩავიცვათ ქორწილში, თუ ჩაცმის სტილი მითითებული არ არის?
ისეთი შემთხვევებისთვის, როცა არც დრეს-კოდზე და არც წვეულების ფორმატზე ინფორმაცია არ გაქვს, ნახევრად ფორმალური ან, ე.წ. “smart casual” სტილი კარგ კომპრომისად ითვლება. ცალკეული დეტალების არჩევისას გაითვალისწინე ადგილი, დრო და სეზონი.
რა ჩაიცვას ქალმა ქორწილში კაბის გარდა?
ტილოს ან აბრეშუმის თავისუფალი კოსტიუმი, კლასიკურ თარგზე გამოჭრილი კომბინიზონი ან ელეგანტური ბლუზისა და კლასიკური შარვლის კომბინაცია კარგი ალტერნატივაა.
აუცილებელია თუ არა მამაკაცისთვის ქორწილში კლასიკური კოსტიუმის ჩაცმა?
არა. შედარებით თავისუფალ ფორმატში პიჯაკი, პერანგი და კლასიკური შარვალი შენი გემოვნებით შეგიძლია შეუხამო ერთმანეთს. თბილ თვეებში პიჯაკი შესაძლოა საერთოდ არ დაგჭირდეს.
რა ჩავიცვათ ზაფხულის ქორწილში?
აირჩიე მსუბუქი, ჰაერგამტარი ქსოვილი, თავისუფალი სილუეტები და ფეხსაცმელი, რომელიც ლოკაციას შეეფერება.
როგორი ფეხსაცმელი შევარჩიოთ ქორწილისთვის?
დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატზე. გრილ სეზონზე, დახურულ სივრცეში ქალები ხშირად ირჩევენ კლასიკურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ხოლო კაცები - ოქსფორდებს ან ლოფერებს. თბილ თვეებში უფრო პოპულარულია ღია სანდლები და გრილი ესპადრელები.
