დრესაპში გვწამს, რომ ნდობა და ერთგულება ორმხრივად უნდა ფასდებოდეს - და ეს სიტყვებით კი არა, ფაქტებითაც კი მტკიცდება. ჩვენს თანამშრომლებს თუ ჩაეიძიებით არაერთ ადამიანს აღმოაჩენთ, ვისაც კომპანიაში 10, 15 ან 20 წელზე მეტიც კი უმუშავია. (და თუკი გასული წლის ბლოგი არ გინახავთ, შეგიძლიათ ერთბაშად ორი ოცწლიანი გამოცდილების ისტორიას გაეცნოთ - ნინო ზვიადაურის ბლოგის ბმული) დღეს ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს შეუსრულდა სამსახურეობრივი იუბილე და თუ Guess-ის მაღაზიების ხშირი სტუმარი ხარ, მაშინ უკვე გეცოდინება ვინ იქნება ჩვენი მთავარი გმირი დღევანდელ ბლოგში. 

დაკა შენგელია, უკვე 20 წელია, რაც დრესაპის გუნდს შემოუერთდა და იმ საქმის ერთგულია, რომელიც მასაც და ჩვენც - დიდი ენერგიით, პოზიტიური განცდებითა და შთაგონებით ავსებს. 

დაკას „დრესაპული" მოგზაურობა 2005 წელს დაიწყო, ამ ამბავს განსაკუთრებულად კი დამთხვევათა ერთობლიობა აქცევს. ხანდახან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ხომ მართლაც შემთხვევით ხდება (მეტიც, ამის ქართველებს გვესმის იდეალურად, ფილმიც მაგიტომ გვაქვს გადაღებული - შემთხვევითი პაემნები). ასე აღმოჩნდა დაკა „დრესაპში“. გასაუბრებიდან გამოსულს, იმავე დღეს დაურეკეს კიდეც და დაიწყო ამბავი, რომელიც დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ყველაფერი ჯინსების სიყვარულიდან დაიწყო (ხანდახან მგონია, დრესაპის ყველა თანამშრომლის კარიერაც ჯინსების სიყვარულით დაიწყო). შემდეგ იყო სხვადასხვა როლი მაღაზიაში, თუმცა ერთი რამ კი უცვლელი რჩებოდა - დაკას მუდმივი სურვილი განვითარებისადმი და რაც მნიშვნელოვანია, ურთიერთპატივისცემა საკუთარ თავსა და სამსახურს შორის! 

 „როცა შენი საქმე გიყვარს, მაშინ მართლაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებ, არაფერი არ უნდა გაგიჭირდეს", რთულია დაკას ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. გაყიდვების სფეროში მისი პირველი ნაბიჯები, სადაც სწორედ ჯინსების სამყაროს საფუძვლები შეისწავლა, მისთვის არა მხოლოდ სამუშაო, არამედ პასუხისმგებლობით სავსე პროცესი იყო. (ჩემთვის მეტად სასიხარულოდ კი - მისთვის მუშაობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოტივაციად თავისი შვილი აღმოჩნდა, რაც უფრო ლამაზს ხდის ამ ამბავს!)

„ბავშვობიდან ყველა საქმიანობისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა", - იხსენებს დაკა. არც გვიკვირს, მის თადვაპირველ პერიოდსა თუ გავიხსენებთ და იმავე დროის კოლეგებს ჩავეძიებით კიდეც, ისინიც დაგვიდასტურებდნენ, როგორ ადრიანად მიდიოდა და ელოდებოდა მაღაზიის კართან თითოეული სამუშაო დღის დაწყებას. 

მაგრამ მუშაობაცაა და მუშაობაც! თავდაპირველად კონსულტანტობა იყო, საიდანაც მაღაზიის თუ ბრენდების თავისებურებს გაეცნო და გაყიდვების ხელოვნება აითვისა, მომხარებელთან კომუნიკაციებზე კი საუბარიც არ არის. წარმატების პირველ ეტაპი, მოლარეს პოზიციაზე დაწინაურება იყო, სადაც ცოდნა ბევრად ტექნიკურ დეტალებშიც გაირღმავა. 4 წლის თავზე კი არ გაინტერესებთ? პირველი ოთხი წლის შემდეგ კი უკვე მენეჯერის პოზიციაზეც მოგვევლინა. შემთხვევით არაფერი ხდება - თქვენით მიხვდით, რამდენად კარგია მენეჯერი, რომელმაც ყველა თანამშრომლის თითოეული დღე, საქმე და სპეციფიკური დეტალი იცის.

შრომისმოყვარეობა! მიზანდასახულობა! სამართლიანობა!

გუნდის მართვა მხოლოდ პრიორიტეტების ჩამოწერა ან მიზნების განსაზღვრა არ არის. მართვა ნიშნავს ხედვას - როგორ აღმოაჩინო ადამიანში პოტენციალი, როგორ მისცე საშუალება დაინახოს საკუთარი თავი ახალ როლში (ამისთვის კი მისი გუნდის წევრებს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები. ნეტავ თქვენც გენახათ, როგორი თვალებანთებული გვიყვებოდა მისი ამჟამინდელი თუ ყოფილი, თუმცა ორივე შემთხვევაში წარმატებული კოლეგების ამბებს). 

(მასთან დიალოგიდან გავიგე) ერთი უმთავრესი პრინციპი არსებობს: „მთავარია გულწრფელობა ნებისმიერი საქმის კეთებისას".  

პოზიციიდან - პოზიციამდე, კოლექციიდან - კოლექციამდე, ყოველდღიური „თასქებიდან“ - გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკა საკუთარი გუნდის მოტივაციაა, შესაბამისად, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის მაგალითს მისაცემად - არასოდეს წყვეტს განვითარებას. მუდმივად ღიაა სიახლეებისთვის, სიამოვნებით ეცნობა ახალ ტრენდებს და აგროვებს ცოდნას, რომელსაც გულწრფელად უზიარებს სხვებსაც.

დღესაც, 20 წლის შემდეგ, იგივე თვალებით უყურებს საკუთარ საქმეს, იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე სხვებსაც ასწავლის ამ თვალებით ყურებას. განვითარება, განვითარება და განვითარება. ის Guess-ის მაღაზიასთან დაკავშირებულ ბევრ პროცესშია ჩართული და ბრენდ მენეჯერებთან ერთად, მასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ საზღვარგარეთული ვიზიტებიდან მრავალფეროვანი კოლექციის შერჩევას ვახერხებთ (ეს კი განა რა არის, თუ არა ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ გადაიქცეს შემთხვევითი პაემანი იმ სიყვარულად, რომელიც სამუდამოდ გრძელდება).

და თუ გინდა ერთი სიმღერით წარმოიდგინო ეს ამბავი, გულს ნუ გაიტეხ, შენთვის ერთის მაგივრად, ათობით სიმღერა გაგვიზიარა დაკამ. ჩართე ჯენიფერ ლოპესის ნებისმიერი სიმღერა და ტკბობით გაიხსენე რამდენად ლამაზი იყო მომღერალი ამერიკული ბრენდის კამპანიაში! 

ესეც ასე, სათქმელი ყოველთვის უფრო მეტია, თუმცა კიდევ ერთი „დრესაპული", 20 წლიანი ამბავის თხრობა მივიდა დასასრულისკენ. (იმედია თქვენც, მკითხველნო, ისევე როგორც მე დაინახეთ რომ…) ერთგულება ყოველთვის ფასდება, ამის მისაღწევად კი საჭიროა იყო შრომისმოყვარე, მუდამ სწავლობდე და რაც მთავარია — გიყვარდეს, მთელი გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. 

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას