სამთო-სათხილამურო კატეგორია Dressup.ge-ზე

სტილი და მოძრაობა მუდამ კავშირშია - ყოველდღიურ რიტმთან, კომფორტთან და თავისუფლებასთან. ეს ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს - Dressup.ge-ზე სამთო-სათხილამურო კატეგორია დაგვემატა, სივრცე მათთვის, ვისთვისაც ზამთარი გართობასა და სრიალთანაა კავშირში.

აქ ყველაფერს შეხვდები, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები, რომლებიც მთაში, თოვლში, ქარსა და წვიმაში გამოგადგება (და ყოველდღიურ ჩაცმულობაშიც).

სანამ რჩეულ ბრენდებზე დამატებით ინფორმაციას გაგიზიარებთ, გადახედეთ ბრენდების სრულ სიას: DOLOMITE, Fjällräven, Jack Wolfskin, JACK & JONES, LUMBERJACK, Mammut, Merrell, Quiksilver, Salomon, Adidas, Cortina, DC Shoes, Etam, Greyder, HOKA, Hummel, Jeep, Lacoste, Marco Tozzi, MICHAEL KORS, O'NEILL, PUMA, Tommy Jeans, U.S. Polo Assn., VANS

სითბო, ქსოვილების ტექნოლოგია და თავისუფალი მოძრაობა

სამთო-სათხილამურო ჩაცმულობა დეტალებზე დგას: თერმოიზოლაცია, სუნთქვადი მასალა, ქარისგან დაცვა, სწორად შერჩეული მასალა. Dressup.ge-ზე ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი - სხვადასხვა სტილითა და განწყობით.

DOLOMITE - იტალია

იტალიური ალპების შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც ფუნქციურობისა და ესთეტიკის ენაზე საუბრობს. Dolomite გამოირჩევა ბუნებრივ ლანდშაფტებთან ჰარმონიული დიზაინით და ბალანსით.

Fjällräven - შვედეთი

სკანდინავიური სიმარტივე და გამძლეობა. Fjällräven-ის კოლექციები ცნობილია მდგრადი მიდგომით, პრაქტიკულობით და იმ შეგრძნებით, რომ ნივთი წლობით გამძლეობისთვის არის შექმნილი და არა ერთი სეზონისთვის.

JACK & JONES - დანია

წელს დაბრუნებული სათხილამურო ხაზით, JACK&JONES ამტკიცებს, რომ ფუნქციური ზამთრის სტილი შეიძლება იყოს მარტივი და თანამედროვე. ბრენდის ძალა სწორედ ამ ბალანსშია - ტრენდული სილუეტები პრაქტიკულ ჩარჩოში.

LUMBERJACK - იტალია

თავისუფალი ხასიათი და გამძლეობაზე ორიენტირებული მიდგომა. LUMBERJACK-ის კოლექციები ხშირად ასოცირდება აქტიურ ცხოვრების სტილთან, რომელშიც ქალაქისა და ბუნების ბალანსია დაცული.

Mammut - შვეიცარია

ალპური პროფესიონალიზმის სინონიმი. Mammut გამოირჩევა ტექნიკური სიზუსტით, სანდოობით და იმ გამოცდილებით, რომელიც პირდაპირ მთიდან მოდის - ბრენდი მათთვისაა, ვინც ზამთარს სერიოზულად ეკიდება.

Merrell - აშშ

ამერიკული პრაქტიკულობა და კომფორტზე ორიენტირებული ფილოსოფია. Merrell ცნობილია მოძრაობის გამარტივებით - ბუნებრივ რელიეფზე, ხანგრძლივ მარშრუტებსა და ცვალებად ამინდში.

Quiksilver - აშშ

სერფინგის კულტურიდან მთებამდე. Quiksilver-ის ზამთრის კოლექციები ატარებს თავისუფლების, დინამიკისა და ახალგაზრდული ენერგიის განწყობას - როცა სპორტი ცხოვრების წესია.

Salomon - საფრანგეთი

ინოვაცია მოძრაობაში. Salomon მუდმივად მუშაობს ტექნოლოგიურ განვითარებაზე. მათთვის განსაკუთრებით სახასიათოა ხედვა, რომელიც სიჩქარეს, სტაბილურობასა და კონტროლს - ერთ მთლიან სისტემად აერთიანებს.

Jack Wolfskin - გერმანია

ბრენდი, რომელიც ცხოვრების სტილს პრაქტიკულობასა და სანდოობაზე აშენებს. Jack Wolfskin-ის კოლექციების მთავარი მიზანი ცივ ამინდებში კომფორტის შენარჩუნებაა. თითოეული მოდელი შექმნილია ისე, რომ თანაბრად კარგად იმუშაოს, როგორც მთაში, ისე ყოველდღიურობაში.

და კიდევ მეტი არჩევანი

როგორც გითხარით, ამ ტოპ ბრენდებთან ერთად Dressup.ge-ზე წარმოდგენილია სხვა საერთაშორისო სახელებიც, რომლებიც ავსებენ სამთო-სათხილამურო კატეგორიას და არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან - სხვადასხვა სტილისთვის, რიტმისთვის და გამოცდილებისთვის.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას