ონლაინ ექსკლუზივი - შენი საყვარელი ტანსაცმელი Dressup.ge-ზე
ტანსაცმელი ერთი შეხედვით ყოველდღიური არჩევანია, მაგრამ ეს არჩევანი ხომ მუდამ თანს გვსდევს და თან ყველაზე მეტ ამბავს ყვება ჩვენზე. შენც ხომ გქონია ისეთი დილა, სულ ერთ თეთრ მაისურს რომ გადაურჩენიხარ. საღამოს კი ფერად პერანგზე რას იტყოდი? სწორედ ამიტომ Dressup.ge-ზე შევქმენით ონლაინ ექსკლუზივის კატეგორია, სადაც ტანსაცმელი მხოლოდ ნივთი კი არა, ბედნიერი გამოცდილება ხდება.
აქ შეხვდები ისეთ ბრენდებს, რომელთა ტანსაცმელს საქართველოში ვერსად იპოვი. აღარ არის საჭირო საზღვარგარეთული გამოწერები და ხანგრძლივი ლოდინი - ახლა შენი საყვარელი ბრენდები სულ რამდენიმე დაწკაპუნებით უკვე შენს გარდერობშია.“
ბრენდები, რომლებიც მხოლოდ Dressup.ge-ზე გელოდება
Jack Wolfskin - გერმანული outdoor ბრენდი უნიკალური სტილით. იდეალურია როგორც ქალაქში, ისე ბუნებაში (თუმცა ხომ კარგად ვიცით, ბუნებას და ლაშქრობებს ყველაზე მეტად უხდება!).

Desigual - ფერად-ფერადი ენერგია ესპანეთიდან. ბრენდი მხატვრული სულის მატარებელია, რომელიც სხვადასხვა ადამიანში ინდივიდუალურ სტილს აღვიძებს.

SELECTED FEMME - სკანდინავიური ელეგანტურობა ქალებისთვის. დახვეწილი და მინიმალისტური განწყობა, ზუსტად ისე როგორც ჩრდილოურ სტილს შეშვენის.

SELECTED HOMME - ასევე დანიური ბრენდი, რომელიც თანამედროვე მამაკაცებისთვის ქმნის სკანდინავიურ მინიმალიზმს. ფილოსოფია მარტივია - სტილი არის სიმარტივე, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გავლენის მოხდენა.

Y.A.S - დანიური ბრენდი თამამი ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვას არ უშინდებიან. Y.A.S ყოველ ჯერზე გვეუბნება: „ქალური სტილი შეიძლება ერთდროულად დახვეწილიც იყოს და გასაოცარიც!

OBJECT - დანიური ბრენდი, რომელიც მდგრადი მოდის ერთგულია. მისი კოლექციები ხაზს უსვამს მოდასა და გარემოზე ზრუნვას.

JJXX - დანიური ბრენდი, რომელიც ახალგაზრდული ენერგიითაა სავსე. სახასიათო დიზაინები თავისით გვეუბნება - სტილი უნდა იყოს თავისუფალი, კომფორტული და ფერადი.

VILA - დანიური ბრენდი ქალებისთვის, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომ ელეგანტურობას ქმნის.

Roxy - ავსტრალიური წარმომავლობის ბრენდი, რომელიც სერფინგისა და სნოუბორდინგის კულტურაზეა დაფუძნებული. ხასიათი უკვე წლებია უცვლელია - თავისუფლება, ზღვის სუნი და მთის განწყობა!

Quiksilver - ავსტრალიური ბრენდი, რომელიც Roxy-ს მსგავს კულტურულ იდენტობას ეფუძნება, იმ განსხვავებით, რომ Quiksilver მამაკაცებისთვისაა.

DC Shoes - ამერიკული ბრენდი და სკეიტბორდინგი! ცოტა ექსტრემალური სპორტიც და DC Shoes თქვენს წინაშეა... თუ ქუჩის სტილს ეძებ, ვუალა, იდეალურია!

Dickies - ამერიკული ბრენდი, რომელიც ქუჩის მოდის სიმბოლოდ იქცა და წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპუალრული ხდება. გამძლეობა, კომფორტი და თავისუფლება - ყველასთვის, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებას საკუთარი წესებით ქმნის.

დასკვნა
Dressup.ge-ის ონლაინ ექსკლუზივი უკვე არ არის მხოლოდ შოპინგის შესაძლებლობა - ეს არის გზა, რომ შენს ყოველდღიურ სტილს უფრო მეტი უნიკალურობა და მრავალფეროვნება შემატო. აქ თავმოყრილია ბრენდები, რომლებიც საქართველოში რომლებიც საქართველოში მხოლოდ Dressup.ge-ზე გელოდებიან.