როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ნივთები - შეფ-მზარეულის რჩევები - ლაშა რამიშვილი X Dressup.ge
ამ ბლოგში შეფ-მზარეული ლაშა რამიშვილი გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ არჩევს ნივთებს სამზარეულოსთვის. იგი გვიყვება, რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება კულინარიის ენთუზიასტებმა და ახალგაზრდა მზარეულებმა საკუთარი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

მართალია, ლაშას კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა, თუმცა, თავიდან სხვა პროფესიას გაჰყვა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია. მალევე გაიაზრა, რომ კულინარია ის საქმე იყო, რისი კეთებაც უნდოდა და პროფესიაც შეიცვალა.
“მცირე ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული კულინარიით, სულ ინტერესით ვუყურებდი დედაჩემს და ბებიაჩემს როცა დიდი სუფრისთვის ამზადებდნენ. სამწუხაროდ, თავიდან არ მაკეთებინებდნენ, რადგან „კაცის საქმე არ იყო,” მაგრამ მერე დამოუკიდებლად დავიწყე კეთება.”
შეფი, მართალია, საინტერესო რეცეპტებს უზიარებს თავის გამომწერებს, თუმცა, როცა დაღლილია, ყველაზე მეტად ომლეტის მომზადება უყვარს და საკუთარ თავს სხვა განსაკუთრებული კერძებითაც დიდად არ ანებივრებს.
რა როლი აქვს მომზადებისას გამოყენებული ნივთების ხარისხს კერძის შექმნაში?
„დაბალხარისხიან ტაფას ან ქვაბს თხელი ძირი აქვს, რაც მარტივად წვავს ან იკრობს კერძს, ამიტომ ხარისხიანი ინვენტარი მზარეულის მთავარი მეგობარია.”
ლაშა რამიშვილის თქმით, მაღალი ხარისხის ინვენტარი ყოველთვის ამარტივებს საქმეს, რადგან გამორჩეულად კომფორტულია და თან გამძლე. დრო მზარეულებისთვის უმთავრესი რესურსია, ამიტომ ქვაბს, დანას, თუ ტაფას მუდმივი და კომპლექსური მოვლა არ უნდა სჭირდებოდეს.
მაღალი ხარისხი ხშირად იმითაც განისაზღვრება, რამდენად ზუსტად პასუხობს ინვენტარი პროფესიული სამზარეულოს მოთხოვნებს. აქ უკვე მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მასალის სიმყარეს, არამედ იმასაც, რამდენად კარგად არის გააზრებული თითოეული დეტალი - როგორ ჯდება ხელში, რამდენად მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისას, როგორ რეაგირებს ტემპერატურაზე და რამდენად სტაბილურად მუშაობს სხვადასხვა პირობებში. სწორედ ასეთი მახასიათებლები ქმნის იმ განსხვავებას, რასაც მზარეული ყოველდღიურ პროცესში მაშინვე გრძნობს: მოძრაობა უფრო თავისუფალია, მოქმედება უფრო ზუსტი, ხოლო შედეგი - უფრო პროგნოზირებადი. საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ინვენტარი ნიშნავს სამუშაო გარემოს, სადაც ტექნიკა ხელს გიწყობს და არა პირიქით, რაც პროფესიონალისთვის გადამწყვეტი უპირატესობაა.

რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ სამზარეულოს ნივთები?
როცა პასუხის გაცემას ამ კითხვაზე ვცდილობთ, უნდა განვსაზღვროთ, ნივთებს სახლისთვის ვარჩევთ, თუ პროფესიონალური სამზარეულოსთვის. სახლის შემთხვევაში, ლაშა ყურადღებას აქცევს პროდუქტის დიზაინსა და მასალას, რათა ყველაფერი იყოს გამძლე და ფუნქციური, ხოლო პროფესიონალური სამზარეულოს შემთხვევაში, მისთვის მნიშვნელოვანია ნივთის სიმტკიცე და მდგრადობა, მაგრამ ნაკლებად ვიზუალური სტილი.
ასეთ ნივთებს Dressup.ge-ს სახლის კატეგორიაში იპოვით, სადაც დაგხვდებათ De Buyer, BEKA, 5 Five Simply Smart და სხვა გამორჩეული ბრენდები.
რა ნივთებით უნდა დაიწყო სამზარეულოს მოწყობა?
შეფის მთავარი რჩევაა არ შევარჩიოთ შავი ტექნიკა, რადგან შავი ზედაპირის მოვლა ყოველთვის მეტ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. მაგრამ როცა საქმე ინვენტარს ეხება, კარგი ხარისხის ტაფა, ქვაბი და დანა ჩვენი პრიორიტეტები უნდა იყოს. კარგი ხარისხის პროდუქტები პრაქტიკულია, რადგან მრავალჯერად გამოყენებასთან ერთად მარტივად არ ცვდება. თან მნიშვნელოვანია, სამზარეულოს ინვენტარი რამდენიმე ზომაში მოვიმარაგოთ, რათა გაგვიმარტივდეს სხვადასხვა კერძის მომზადება.
კარგი ხარისხი თითქმის ყოველთვის პროდუქტების მასალაში ითარგმნება - ასეთად კი ითვლება თუჯი, მეტალი და უჟანგავი მეტალი. ასეთ მასალებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია, მაგალითად, დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, არ იჟანგება და არ შედის საკვებთან რეაქციაში.
უჟანგავი მეტალისა და თუჯის ტაფისა და ქვაბისა შეძენას DressupHome-ის კატეგორიაში მარტივად შეძლებთ.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა მზარეულს?
კულინარია მუდმივად ცვალებადი და განახლებადი ხელოვნებაა, ამიტომ რომ არ ჩამოვრჩეთ და მარტივად ავყვეთ რიტმს, ლაშა რამიშვილი გვირჩევს, ვიკითხოთ ბევრი და განუწყვეტლივ დავეწიოთ სიახლეებს. კულინარიული წიგნები სიახლეების მთავარი წყაროა, ამიტომ მათი კითხვა ახალგაზრდა მზარეულების პრიორიტეტი უნდა იყოს.