მცირე დეკორატიული ავეჯი საუკეთესო გზაა ინტერიერი სიახლის შესატანად. პუფი სწორედ ისეთი ნივთია, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიცაა და ესთეტიურიც. ის სივრცეში სიახლეს ამატებს, მაგრამ ვიზუალურად ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. თანაც ძალიან პრაქტიკული და - მრავალფუნქციურია. დიზანის მიხედვით შეიძლება გახდეს სტუმრების საყვარელი ადგილი, ფეხების დასასვენებელი სივრცე დივანთან ერთად, და დამატებითი სათავსოც კი.
თუ გსურს, ინტერიერის დიზაინში ახალი ელემენტი მარტივად შეიტანო, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს დეკორატიული ავეჯის კოლექციას. ჩვენს კოლექციაში დაგხვდება ავთენტური პროდუქცია ევროპული ბრენდებისგან, მათ შორის Boltze, J-Line, Opjet და ა.შ. შეარჩიე შენთვის სასურველი ფაქტურა - რბილი ხავერდი, ნატურალური ჯუთი ან გამძლე პოლიესტერი - დიზაინთან ერთად და განაახლე სივრცის აღქმა.
შეიძინე ხარისხიანი კომფორტული პუფი ონლაინ
მისაღები ოთახის ინტერიერის განახლებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, როგორ ჩაჯდება ახალი პუფი უკვე არსებულ ელემენტებთან ტანდემში. მაგალითად, თუ ოთახის შუაგულში უკვე დგას დაბალი ყავის მაგიდა, მაშინ ეცადე მის გვერდით ისეთი პუფი განათავსო, რომელიც მასშტაბით ბევრად დიდი არაა. ხოლო მასიური პუფი სავარძელი ჯობია ცოტა მოშორებით, დივანის გვერდით ან სამკითხველო კუთხეში მოათავსო.
თუ სივრცის ფუნქციურობის გაზრდა გსურს, მაშინ აუცილებლად მიაქციე ყურადღება ფუნქციურ პუფს სათავსოთი, სადაც პარალელურად წვრილმანი ნივთების შენახვასაც შეძლებ. მაგალითად, შეგიძლია შიგნით სავარძელზე ან დივანზე გადასაკიდებელი პლედი შეინახო, რათა ყოველთვის ხელქვეშ გქონდეს და საღამოს უცებ შეძლო მყუდროდ გახვევა. პუფი არაჩვეულებრივი ელემენტია თუ დიზაინში მეტი ვიზუალური კონტრასტი გინდა შეიტანო. მაგალითად, ხასხასა, მყვირალა ფერის პუფი ძალიან ეფექტურად გამოიყურება ნეიტრალური დიზაინის ან ღია ფერის ხალიჩის ფონზე და უცებ იპყრობს თვალს.
შეიძინე ახალი პუფი სახლიდან გაუსვლელად. სულ ხუთი წუთი დაგჭირდება იმისთვის, რომ იპოვო ზუსტად იმ ფორმისა და მასალის პუფი, რომელიც შენი მისაღები ოთახის ინტერიერში იდეალურად ჩაჯდება. განაახლე შენი სივრცე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შენაძენს კურიერი უმოკლეს დროში მოგაწვდის მთელი საქართველოს მასშტაბით.