ქვედაბოლო ქალის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსია. თითქმის ყველა ქალს აქვს რამდენიმე, ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებისთვის. ქვედაბოლო შესაძლოა იყოს ელეგანტური და დახვეწილი, მინიმალისტური და პრაქტიკული, ან სულაც სპორტული. მაგრამ ყველა ტიპის ქვედაბოლო აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული და, თან, მომგებიანად წარმოაჩენდეს ქალის სილუეტს, რათა მან ყველა სიტუაციაში კარგად იგრძნოს თავი.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევადგინეთ ექსკლუზიური ონლაინ კოლექცია, რომელშიც გავაერთიანეთ ყველაზე გამორჩეული მოდელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის SANDRO,  MAJE, Fjällräven, Puma, Adidas და ა.შ.

აღმოაჩინე გამორჩეული ქალის ქვედაბოლოები ონლაინ

კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველა ქალმა შეძლოს იდეალური ქვედაბოლოს არჩევა ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის. გჭირდება უნივერსალური მოდელი, რომელიც ერთნაირად ესთეტურად შეეხამება როგორც ჩვეულებრივ მაისურს, ისე დახვეწილ ბლუზას? მაშინ ნეიტრალური ფერის ბამბის ან ჯინსის ქვედაბოლო ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. ამ ტიპის მოდელები თითქმის ყველა სტილში ჯდება და ლუქის შეკვრა დიდწილად დანარჩენ აქსესუარებსა და ფეხსაცმელზეა დამოკიდებული.

უფრო ოფიციალური გარემოსთვის მიდი ან მაქსი ქვედაბოლო დაგჭირდება. მაგალითად, საბაზისო შავი ქვედაბოლო ნებისმიერი სტილის გარდერობში საჭირო ნივთია, რადგან მარტივად შეგიძლია გამოიყენო როგორც ელეგანტური, ისე თავისუფალი ლუქის შესაქმნელად. კლასიკურ პერანგთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან კომბინაციაში ასეთ ქვედაბოლოს დახვეწილი იერი აქვს, ხოლო მყვირალა ფერის პრინტიან მაისურთან და სპორტულ ფეხსაცმელთან კომბინაციაში კი, პირიქით, ძალიან თამამ და თავისუფალ ეფექტს ქმნის. ხოლო თუ, პირიქით, სადა ზედასთან კომბინაციას ქმნი, უმჯობესია თუ უფრო გამორჩეული დიზაინის ქვედაბოლოს დაუწყვილებ - მაგალითად, ცხოველური პრინტით ან ბრჭყვიალებით გაფორმებულს.

თუ მთლად დარწმუნებული არ ხარ რომ ესა თუ ის ფასონი ან სტილი მოგიხდება, ახლა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად შეამოწმო. ჩვენს ვებსაიტზე შოპინგისას თბილისის მასშტაბით მოქმედებს ინოვაციური სერვისი “მოირგე”, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი დასატესტად. კურიერი შეკვეთის მოტანის შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ ყველაფერს არ მოირგებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას