იმ კაცებისთვის, ვისთვისაც ტანსაცმელი თვითგამოხატვის საშუალებაა და ყოველდღიურად სატარებლადაც კი გამორჩეულ მოდელებს ეძებს, შევქმენით განსაკუთრებით საინტერესო კოლექცია, სადაც ჩვენი პარტნიორი ბრენდების ყველაზე საინტერესო მაისურები და ტოპები გავაერთიანეთ.
ეს კოლექცია ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ონლაინ ექსკლუზივია და სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც მეტი ინდივიდუალური შტრიხის შეტანა სურს თავის გარდერობში. წარმოდგენილი კოლექცია აერთიანებს ზედატანებს ბრენდებისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მოდის მოყვარულებისთვის სტილთან, ხარისხთან და ინდივიდუალიზმთან ასოცირდება:
აღმოაჩინე გამორჩეული მამაკაცის მაისურები ონლაინ
კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ ყველა ცხოვრების სტილისა თუ გემოვნების მამაკაცს შეუძლია სულ რამდენიმე წუთში აღმოაჩინოს ნებისმიერი სიტუაციისთვის იდეალური მაისური. მაგალითად, თავისუფალი სტილის მოყვარულებისთვის გვაქვს საბაზისო მაისურების დიდი არჩევანი, ხოლო ვისაც უფრო დახვეწილი ლუქის შექმნა სურს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მისთვის იდეალურია ნეიტრალური ფერის, მაღალი ხარისხის ბამბის პოლო.
კოლექციაშია როგორც ხასხასა ფერებისა და პრინტებით გაფორმებული მაისურები, რომლებიც იდეალურად ეხამება ჯინსის შარვლებს, ისე უფრო ნეიტრალური ფერების სადა მოდელები, რომლებიც კლასიკურ შარვალსაც მშვენივრად დაუწყვილდება, ხოლო თუ ზევიდან კლასიკურ პიჯაკს მოიცვამ, ისე ელეგანტურად გამოიყურება, რომ მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებზეც თავისუფლად შეგიძლია ჩაიცვა. განსაკუთრებით, თუ ამ კომპოზიციას შესაბამისი კაცის კლასიკური ფეხსაცმლით დაასრულებ, მაგალითად ოქსფორდებით ან ლოფერებით.
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თუ თბილისის მასშტაბით იმყოფები, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დატესტო რა ზომისა თუ ფასონის მაისურში გამოიყურები ყველაზე უკეთ. გამოიწერე 10-მდე სხვადასხვა ნივთი (მოდელი თუ ზომა). შეკვეთის მოტანის შემდეგ ჩვენი კურიერი 20 წუთი ადგილზე დაგელოდება, სანამ შენ შერჩეულ ნივთებს ირგებ. საბოლოოდ, აანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე.