როცა გარეთ ცივა, კომფორტი და სითბო პირველია, რაზეც ვფიქრობთ. სწორედ ამისთვის არსებობს ქალის დუტის ქურთუკი – იდეალური გადაწყვეტა, რომელიც სითბოსთან ერთად, სტილსაც გჩუქნის. Dressup.ge-ზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვან კოლექციას აღმოაჩენ, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას მოერგება და დაგეხმარება, შენი ინდივიდუალური სტილი ზამთრის სეზონზეც შეინარჩუნო.

როგორ ვარჩიოთ შესაფერისი დუტის ქურთუკი ქალისთვის

სწორი მოდელის პოვნა შენს სტილსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. ჩვენს კოლექციაში ყველა დეტალია გათვალისწინებული, რათა ზუსტად ის იპოვო, რასაც ეძებ.

მოკლე მოდელები: თუ აქტიურ ცხოვრების წესს მისდევ და თავისუფლად გადაადგილება გიყვარს, მოკლე დუტის ქურთუკი საუკეთესო არჩევანია. ის იდეალურად ეხამება ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელს.

გრძელი დუტის ქურთუკები: განსაკუთრებით ცივი ამინდებისთვის ეს მოდელები შეუცვლელია. ისინი სხეულს სრულად ფარავენ, გიცავენ სიცივისა და ქარისგან და ამავდროულად, საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებიან.

თხელი დუტის ქურთუკები: გარდამავალი სეზონისთვის, როცა ამინდი ცვალებადია, საუკეთესო ვარიანტია. მსუბუქია, კომფორტული და მარტივად შეგიძლია სხვა სამოსს შეუხამო.

შეავსე შენი ლუქი დუტის ქურთუკით

შენი ახალი დუტის ქურთუკი სრულყოფილი ლუქის მხოლოდ ნაწილია. სწორი აქსესუარებითა და სამოსით შეგიძლია ის კიდევ უფრო გამორჩეული გახადო. ცივ დღეს ქურთუკის ქვეშ ჩაცმული ქალის თბილი სვიტერი დამატებით სითბოს შეგძენს. სტილის დასასრულებლად კი, შეუხამე შესაფერისი ჩექმა ქალისთვის და რა თქმა უნდა, არ დაივიწყო ქალის თბილი ქუდი. მიუხედავად იმისა, რომ დუტის ქურთუკი ქალის გარდერობში ზამთრისთვის აუცილებელია, ნაკლებად ცივი დღეებისთვის შეგიძლია კლასიკური ტყავის ქურთუკის ქალის მოდელებსაც გადაავლო თვალი.

ბრენდები, რომლებიც გიყვარს

Dressup.ge-ზე ისეთი ბრენდების კოლექციებია თავმოყრილი, როგორებიცაა GANT, Lacoste, Tommy Hilfiger, GUESS, Vero Moda, Adidas და სხვა. თითოეული მათგანი ხარისხისა და თანამედროვე დიზაინის გარანტიაა. ჩვენთან მხოლოდ ორიგინალი პროდუქციაა, რათა შენი შენაძენი წლების განმავლობაში იყოს აქტუალური. ზოგიერთ მოდელს კი მხოლოდ ჩვენთან, ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში შეხვდები.

შეიძინე მარტივად ონლაინ

ონლაინ შოპინგი ზოგჯერ ზომის შერჩევის გამო რთულდება, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ. ისარგებლე ჩვენი „მოირგე“ სერვისით თბილისის მასშტაბით – შეუკვეთე რამდენიმე მოდელი ან ზომა, კურიერი მოგიტანს და სახლიდან გაუსვლელად მოიზომებ. დაიტოვებ მხოლოდ იმას, რაც იდეალურად მოგერგება. ამასთან, საქართველოს ნებისმიერ წერტილში სტანდარტული მიწოდება სრულიად უფასოა. შეარჩიე შენი ახალი ქურთუკი და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას