სპორტული ბიუსტჰალტერი ვარჯიშისას უმნიშვნელოვანესი დეტალია. ქალისთვის ის დიდწილად განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობ თავს მოძრაობისას. კარგი მოდელი მკერდს ისე აფიქსირებს, რომ დისკომფორტს არ ქმნის. დატვირთვისას მკერდს კარგად აკავებს, მაგრამ ისე, რომ არსად გაჭერს და მოძრაობისას არ გზღუდავს.

ბიუსჰალტერი აუცილებლად სუნთქვადი ან ტენის გადამტანი ქსოვილისგან უნდა მზადდებოდეს, რათა ვარჯიშის განმავლობაში ნაზი კანი მშრალად და გრილად შეინარჩუნოს და არ გააღიზიანოს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ხარისხიანი სპორტული ბიუსტჰალტერების მრავალფეროვან კოლექციას გლობალურად ცნობილი ბრენდებისგან: Nike, Adidas, Puma, Calvin Klein Sport, Lacoste და ა.შ.

შეიძინე ხარისხიანი და გამძლე სპორტული ბიუსტჰალტერი ონლაინ

რა ტიპის მოდელი შეგეფერება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული რამდენად ინტენსიურად იტვირთები ვარჯიშის დროს. თუ მხოლოდ მსუბუქ კარდიოზე ან ლიმიტირებულ მოძრაობაზეა საუბარი, მაგალითად ჰაიკინგზე ან იოგაზე, მაშინ სტანდარტული მხარდაჭერის მოდელები იდეალურია - რადგან მკვეთრ და სწრაფ მოძრაობებს არ აკეთებ, ზედმეტი კომპრესიაც არაა საჭირო.

უფრო მაღალი დატვირთვის ან მკვეთრი მოძრაობების შემთხვევაში - სირბილის, HIIT-ის და დიდი წონებით ვარჯიშისთვის - კი უფრო მაღალი მხარდაჭერის მოდელებია საჭირო, რომელიც მკერდს მყარად აფიქსირებენ. სწორი ზომისა და მოდელის შერჩევა პირდაპირ აისახება იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობ თავს და შეძლებ სწორად შეასრულო ესა თუ ის ვარჯიში.

გაითვალისწინე, რომ ვარჯიშის დანარჩენი ეკიპირებაც იგივე მეთოდით უნდა შეარჩიო. ბევრი ჩვენგანი ხშირად ძალიან ფრთხილად არჩევს სპორტულ ზედას თუ შარვალს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობს სპეციალური სპორტული საცვლის შერჩევაზე, არადა ეს სწორედ ის ელემენტებია, რომლებიც კანთან ყველაზე ახლოა და არასწორი შერჩევის შემთხვევაში შეიძლება დიდი დისკომფორტი შეგიქმნას.  

სპორტული საცვლები, მათ შორის სპორტული წინდები, აუცილებლად რბილი, სუნთქვადი ქსოვილისგან უნდა მზადდებოდეს და მაქსიმალურად ზუსტად იმეორებდეს შენი სხეულის ფორმას.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება საუკეთესო მოდელები სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას