თუ აქტიური ცხოვრების რეჟიმი გაქვს და ხშირად კავდები სპორტით, მაშინ კარგად იცი, რომ მუდმივი მოძრაობისას კომფორტისთვის აუცილებელია ხარისხიანი აღჭურვილობა. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი დარბაზში ინტენსიურ ვარჯიშზეა თუ ბუნებაში ლაშქრობაზე - უსაფრთხოება ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია.
ყველა გამოცდილმა სპორტსმენმა კარგად იცის, რომ მაღალი ხარისხის ხელთათმანი სპორტული ეკიპირების ის ელემენტია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ხელთათმანი უბრალოდ სიცივისგან არ გიცავს - ის დიდ როლს თამაშობს ხელის მტევნებისა და მაჯის დაცვაშიც. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული ხელთათმანების გამორჩეულ კოლექციას მსოფლიოში მოწინავე ბრენდებისგან: Jack Wolfskin, PUMA, Quiksilver და ა.შ.
შეიძინე პრაქტიკული და ტრენდული სპორტული ხელთათმანი ონლაინ
ჩვენს კოლექციაში შევკრიბეთ მოდელები, რომლებიც იქმნება გამძლე მასალებით, აქვთ სპეციალური ერგონომიული დიზაინი და ხანგრძლივ მოხმარებაზეა გათვლილი. თუ გჭირდება ხელთათმანი ფიტნეს დარბაზში აქტიური ვარჯიშისთვის, საუკეთესო არჩევანი იქნება მოდელი ძლიერი მოჭიდების ფუნქციით რომელიც ეფექტურად იცავს ხელისგულებს დაზიანებისგან.
თუ დასვენების დღეებს ხშირად ლაშქრობებზე ან მთაში ჰაიკინგში ატარებ, აარჩიე თბილი და წყალგაუმტარი მოდელი, რომელიც ხელებს სიცივისა და ნესტისგან ისე დაიცავს, რომ კანი არ გადაახუროს და არ გააღიზიანოს
თუ ახალი სპორტით დაკავებას აპირებ და სრული ეკიპირება გჭირდება (ან უბრალოდ გარდერობის განახლება გინდა), ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლია აარჩიო ყველა ტიპის ფიზიკური აქტივობის შესაბამისი სპორტული ტანსაცმელი ონლაინ. მაგალითად, თუ მთაში ლაშქრობამ გაგიტაცა, ხელთათმანებთან ერთად აუცილებლად დაგჭირდება წყალგაუმტარი სპორტული ქურთუკი, კომფორტული სპორტული შარვალი და კონკრეტულად რთულ რელიეფზე სასიარულოდ შექმნილი სალაშქრო ფეხსაცმელი. არ დაგავიწყდეს სხვა მცირე სპორტული აქსესუარებიც, მაგალითად სპეციალური ქუდები და მზის სათვალეები, რომელიც გათვლილია ველურ ბუნებაში სიარული მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეძლო.
სპორტული ეკიპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად ჯდებოდეს შენს სხეულზე და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფდეს. ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“, რომელიც ონლაინ შოპინგის დროსაც გაძლევს სხვადასხვა ზომის დატესტვის საშუალებას. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი (მოდელი თუ ზომა), რომელსაც ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანს. შემდეგ ადგილზე 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ გაარკვევ შერჩეული ნივთებიდან რა გერგება ყველაზე უკეთ. შენ ანაზღაურებ შეკვეთის მხოლოდ იმ ნაწილის საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.