PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...

PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU CODODO GRIS

PCIA0O-CCC
599,95 ₾
479,95 ₾
ზომა
ბრენდი
PREMAMAN
კატეგორია
საბავშვო ოთახი
ქვე-კატეგორია
ავეჯი
ტიპი
საწოლი
ბრენდის ქვეყანა
საფრანგეთი
შემადგენლობა
ალუმინი
შემადგენლობა დეტალურად
ალუმინი, რკინა და პოლიპროპილენი / 100% პოლიესტერი (ქსოვილიs) / პოლიესტერი და (მატრასი)
სეზონი
ყველა სეზონი
სქესი
უნისექსი (ბავშვი)
ზომა
89 x 20 x 52 სმ/Cm (დაკეცილი) / 96 x 70 x 68 სმ/Cm (გაშლილი)

Calinoo-ს აკვანი განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ მშვიდად დაიძინონ პატარასთან ახლოს. მისი გამოყენება შესაძლებელია ორი გზით: როგორც დამოუკიდებელი აკვანი ან მშობლების საწოლთან მისადგმელი საწოლი. მეორე ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მეძუძური დედებისთვის — ბავშვის აყვანა, კვება ან დამშვიდება შესაძლებელია საწოლიდან ადგომის გარეშე.

ბავშვის მშვიდი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ Calinoo-ს კომპლექტში შედის ჰაერგამტარი და კომფორტული მატრასი.

აკვანს ასევე აქვს დახრის ფუნქცია, რაც გამოსადეგია ბავშვის საჭმლის მონელების ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში. დამატებითი უსაფრთხოებისთვის კომპლექტში შედის უსაფრთხოების ღვედები, რომლითაც Co-sleeper რეჟიმში აკვანი მშობლების საწოლზე მაგრდება.

მახასიათებლები:

  • სიმაღლე რეგულირდება 3 პოზიციაში.
  • Co-sleeper რეჟიმში შესაძლებელია სიმაღლის 3 დონეზე რეგულირება, რათა მოერგოს ზრდასრულთა საწოლების უმეტესობას.
  • დახრის ფუნქცია: საწოლის დახრა შესაძლებელია, თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, ცხვირი აქვს გაჭედილი ან აწუხებს რეფლუქსი.
  • ჰაერგამტარი მატრასი: კომპლექტში შედის კომფორტული, 5 სმ სისქის ჰაერგამტარი მატრასი.

პროდუქტის დეტალები:

  • გამოყენების ასაკი: დაბადებიდან.
  • ზომები: 92 x 54 x 72 სმ (საწოლი) / 90 x 50 x 5 სმ (მატრასი).
  • წონა: 8,39 კგ.
  • შემადგენლობა: ალუმინი, ფოლადი და პოლიპროპილენი (კარკასი) / 100% პოლიესტერი (ქსოვილი) / პოლიესტერი და სპანდექსი (მატრასი).
  • უსაფრთხოება: შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს.

გაფრთხილება:

  • პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.
  • შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, როგორც კი ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად დაჯდომას, მუხლებზე დადგომას ან წამოდგომას.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ თქვენი საწოლის სიმაღლე იატაკიდან 35 სმ-ზე ნაკლები ან 60 სმ-ზე მეტია.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი უჯრებიან საწოლთან, თუ საწოლის ძირი მატრასზე 8 სმ-ზე მეტად არის აწეული.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი ისეთ საწოლთან, რომლის კიდეები მატრასს 15 სმ-ზე მეტად სცდება. საწოლის კარკასის ზედა ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს 68 სმ.
  • Co-sleeper ფუნქციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთი ტიპის საწოლებთან, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას აკმაყოფილებს. აკვნის გვერდითი კედელი ყოველთვის მჭიდროდ უნდა იყოს მიდგმული მშობლების საწოლის მატრასზე, ხოლო მშობლების მატრასი უნდა იყოს აკვნის გვერდითი კედლის სიმაღლეზე ან ოდნავ მაღლა. გარდა ამისა, აკვანი საიმედოდ უნდა დამაგრდეს მშობლების საწოლის კარკასზე ან მატრასის საყრდენზე.
  • დარწმუნდით, რომ Co-sleeper რეჟიმში აკვნის კონსტრუქცია ხელს არ უშლის მშობლების საწოლის გამოყენებას.
  • მშობლების საწოლის მატრასი ყოველთვის უნდა იყოს აკვნის გვერდით კედელზე მაღლა. თუ ასე არ არის, გამოიყენეთ სიმაღლის რეგულირების სისტემა შესაბამისი პოზიციის მისაღებად.
  • პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სწორი გვერდების მქონე საწოლებთან და/ან მატრასებთან. აკრძალულია მისი გამოყენება მრგვალ საწოლებთან და/ან მატრასებთან, წყლის მატრასებთან და სხვა მსგავსი ტიპის საწოლებთან.
  • Co-sleeper რეჟიმში პროდუქტი ყოველთვის უნდა განთავსდეს საწოლის გრძელ გვერდთან. არ დაამონტაჟოთ პროდუქტი საწოლის თავთან ან ფეხებთან.
 
 
 
 
მიტანა მთელ საქართველოში უფასო
აირჩიე მიტანის დღე და დრო
სწრაფი მიტანა მაქს. 3 საათში
მოირგე სახლში 10-მდე ნივთი
დაამატე სასაჩუქრე შეფუთვა
გადაანაწილე გადახდა 0%
მარტივი დაბრუნება და გადაცვლა

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას