PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...
PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU...

PREMAMAN - CALINOO 2.0 - BERCEAU CODODO BEIGE

PCI7EM-CCC
599,95 ₾
479,95 ₾
ფერი: ბეჟი
ბეჟი
ზომა
ბრენდი
PREMAMAN
კატეგორია
საბავშვო ოთახი
ქვე-კატეგორია
ავეჯი
ტიპი
საწოლი
ბრენდის ქვეყანა
საფრანგეთი
შემადგენლობა
პოლიესტერი
შემადგენლობა დეტალურად
ჩარჩო: ალუმინი, რკინა და პოლიპროპილენი; ქსოვილი: 100% პოლიესტერი; მატრასი: პოლიესტერი და სპანდექსი
სეზონი
ყველა სეზონი
სქესი
უნისექსი (ბავშვი)
ფერი
ბეჟი
ზომა
89 x 20 x 52 სმ/Cm (დაკეცილი) / 96 x 70 x 68 სმ/Cm (გაშლილი)

Prémaman-ის Calinoo-ს საწოლი განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ მშვიდად დაიძინონ პატარასთან ახლოს. მისი გამოყენება შესაძლებელია ორი გზით: როგორც დამოუკიდებელი აკვანი ან მშობლების საწოლთან მისადგმელი საწოლი. მეორე ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მეძუძური დედებისთვის — ბავშვის აყვანა, კვება ან დამშვიდება შესაძლებელია საწოლიდან ადგომის გარეშე.

ბავშვის მშვიდი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ Calinoo-ს კომპლექტში შედის 5 სმ სისქის კომფორტული მატრასი მოსახსნელი გადასაფარებლით.

აკვანს ასევე აქვს დახრის ფუნქცია, რაც გამოსადეგია ბავშვის საჭმლის მონელების ან სუნთქვის პრობლემების შემთხვევაში. დამატებითი უსაფრთხოებისთვის კომპლექტში შედის უსაფრთხოების ღვედები, რომლითაც Co-sleeper რეჟიმში აკვანი მშობლების საწოლზე მაგრდება.

გარდა ამისა, Co-sleeper-ის სიმაღლე რეგულირდება 3 პოზიციაში, რათა მოერგოს ზრდასრულთა საწოლების უმეტესობას.

მახასიათებლები:

  • გამოყენების ასაკი: დაბადებიდან
  • სიმაღლე რეგულირდება 3 პოზიციაში
  • დახრის ფუნქცია: საწოლის დახრა შესაძლებელია, თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, ცხვირი აქვს გაჭედილი ან აწუხებს რეფლუქსი
  • მატრასი: კომპლექტში შედის კომფორტული, 5 სმ სისქის მატრასი
  • ზომები: 89 x 20 x 52 სმ (დაკეცილი) / 96 x 70 x 68 სმ (გაშლილი)
  • წონა: 8,39 კგ
  • შემადგენლობა: ალუმინი, ფოლადი და პოლიპროპილენი (კარკასი) / 100% პოლიესტერი (ქსოვილი) / პოლიესტერი და სპანდექსი (მატრასი)
  • უსაფრთხოება: შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს

გაფრთხილება:

  • პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.
  • შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, როგორც კი ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად დაჯდომას, მუხლებზე დადგომას ან წამოდგომას.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ თქვენი საწოლის სიმაღლე იატაკიდან 35 სმ-ზე ნაკლები ან 60 სმ-ზე მეტია.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი უჯრებიან საწოლთან, თუ საწოლის ძირი მატრასზე 8 სმ-ზე მეტად არის აწეული.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი ისეთ საწოლთან, რომლის კიდეები მატრასს 15 სმ-ზე მეტად სცდება. საწოლის კარკასის ზედა ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს 68 სმ.
  • Co-sleeper ფუნქციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთი ტიპის საწოლებთან, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას აკმაყოფილებს. აკვნის გვერდითი კედელი ყოველთვის მჭიდროდ უნდა იყოს მიდგმული მშობლების საწოლის მატრასზე, ხოლო მშობლების მატრასი უნდა იყოს აკვნის გვერდითი კედლის სიმაღლეზე ან ოდნავ მაღლა. გარდა ამისა, აკვანი საიმედოდ უნდა დამაგრდეს მშობლების საწოლის კარკასზე ან მატრასის საყრდენზე.
  • დარწმუნდით, რომ Co-sleeper რეჟიმში აკვნის კონსტრუქცია ხელს არ უშლის მშობლების საწოლის გამოყენებას.
  • მშობლების საწოლის მატრასი ყოველთვის უნდა იყოს აკვნის გვერდით კედელზე მაღლა. თუ ასე არ არის, გამოიყენეთ სიმაღლის რეგულირების სისტემა შესაბამისი პოზიციის მისაღებად.
  • პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სწორი გვერდების მქონე საწოლებთან და/ან მატრასებთან. აკრძალულია მისი გამოყენება მრგვალ საწოლებთან და/ან მატრასებთან, წყლის მატრასებთან და სხვა მსგავსი ტიპის საწოლებთან.
  • Co-sleeper რეჟიმში პროდუქტი ყოველთვის უნდა განთავსდეს საწოლის გრძელ გვერდთან. არ დაამონტაჟოთ პროდუქტი საწოლის თავთან ან ფეხებთან.

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას