მამაკაცის პიჯაკი და ჟილეტი ონლაინ

პიჯაკი უკვე დიდი ხანია, რაც მამაკაცის გარდერობის საკვანძო ელემენტია. თუ სოლიდური, საქმიანი ან კლასიკური სტილის შექმნა გინდა, მაშინ პიჯაკი აუცილებლად უნდა იყოს შენი ლუქის ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა ფორმალური გარემოში ხარ, თუ შენი ოფისი სმარტ-ქეჟუალ სტილს მოითხოვს, ხარისხიანი პიჯაკი რომელიც ზუსტად გერგება ნებისმიერ ადგილას შეგმატებს თავდაჯერებულობას და თან შენს გემოვნებას გაუსვამს ხაზს.

თუმცა თანამედროვე მოდა პიჯაკის ნაკლებად ფორმალური ალტერნატივებით ჩანაცვლების საშუალებებსაც გვთავაზობს. მაგალითისთვის, ნაჭრის ჟილეტის კლასიკურ პერანგთან დაწყვილება უკვე პიჯაკის გარეშეც მისაღები ფორმაა ნახევრად-ფორმალური სიტუაციებისთვის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს პიჯაკებსა და ჟილეტებს მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდებისგან, მათ შორის GANT, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Barbour და Lacoste.

შეიძინე მამაკაცის ჟილეტები და პიჯაკები ონლაინ

თუ განსაკუთრებული შემთხვევისთვის ემზადები, კლასიკური კოსტიუმი აუცილებლად ნომერ პირველი არჩევანია, ხოლო სტილი კი უკვე სიტუაციიდან გამომდინარე შეგიძლია გადაწყვიტო - ზოგჯერ სამნაწილიანი კომპლექტი ჯობია, ზოგჯერ კი დახვეწილი კოსტუმია საჭირო. ხოლო თუ ყოველდღიური სტილის განახლება გჭირდება და სიმსუბუქესა და პრაქტიკულობას აფასებ, ნაჭრის ან დუტის ჟილეტი მარტივი გზაა შენს ლუქს ცოტა უფრო ორგანიზებული სახე მისცე, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონებზე. ამასთან, ისიც გახსოვდეს, რომ თუ გსურს ნამდვილად სტილურად გამოიყურებოდე, მხოლოდ კარგი თარგი საკმარისი არაა - ხარისხიანი კაცის ტანსაცმელი პირველ რიგში ხარისხიანი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი.

Dressup.ge გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ეს პირდაპირ სახლიდან გაუსვლელად გააკეთო. თუ თბილისში ცხოვრობ, ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისის საშუალებით  შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი მოსაზომებლად. კურიერი შეკვეთას ადგილზე მოგიტანს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ მოიზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმის საფასურს, რის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ისიც არ დაგავიწდეს, რომ იმიჯის სრულყოფისთვის აუცილებელია, რომ პიჯაკს სწორად შეუხამო შესაბამისი კაცის ფეხსაცმელი, უმჯობესია კლასიკური სტილის, ოქსფორდი ან ლოფერი. აი უფრო ქეჟუალ სტილის ჟაკეტი კი მშვენივრად დაუწყვილდება სპორტულ ფეხსაცმელს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას